აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

გურამ მისაბიშვილმა შეხვედრაზე ტერიტორიული ორგანოს სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად წინადადებები და ხედვები განიხილა.

ტერიტორიული ორგანოს სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და განსახორციელებელ გეგმებზე.

 

 

გლდანის რაიონის ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 9-სულიან, აფხაზეთიდან დევნილ თითიბერიების ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები,უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ გადასცა.

აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია.

ჰუმანიტარული აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია თითიბერიების ოჯახის პრობლემებს გაეცნო და მათ სამინისტროს მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრმების ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

სამინისტროში დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლის პროგრამა ამოქმედდა

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს.

პროგრამით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

დევნილთა ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის განცხადება;

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;

ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :+995 599 85 52 91

 

დევნილ პედაგოგს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ოჯახში ესტუმრა და იუბილე მიულოცა

წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ალექსანდრა კვანტალიანს 93 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრა კვანტალიანს აფხაზეთის დევნილთა, ასევე, განათლებისა და კულტურის სამინისტროების სახელით, ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის, მრავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ალექსანდრა კვანტალიანი გაგრაში, დაბა განთიადში 1928 წელს დაიბადა. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთგულად ემსახურებოდა განათლების სისტემას.

ამოქმედდა დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს;

პროექტით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის განცხადება;

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი).

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;

ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : 032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა დაიწყო

აღნიშნულ პროგრამას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დევნილის მოწმობა (ასლი);

ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ.

განაცხადის მიღება შესაძლებელია სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;

ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროში, პირველად ამოქმედდა დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსებას.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე);მრავალშვილიან ოჯახებს;სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შეადგენს 65 000; მარტოხელა მშობლებს;
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს/ოჯახს.
პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებმა პირმა/ოჯახმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ცნობა/წერილი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან, ქირის თანხის დაფინანსების არ მიღების თაობაზე.
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს:
დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირზე/ოჯახზე;
დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც იღებს ქირის თანხის დაფინანსებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან;
განაცხადის მიღება შესაძლებელია სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:
ქ თბილისი, ვ.ფშაველას 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო წელს, პირველად სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამას განახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე:✅სოციალურად დაუცველ (65 000 ქულა), აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანებზე;
აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრებზე;
აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
მარტოხელა, აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე;
დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის საბანკო ანგარიში ;
აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:
ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

 

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, დევნილ ვეტერანებს ხუტა შარანგიას, კოტე ყარამანაშვილს, არტემი კოპალიანს, არტემი სოსელიასა და აგრაფინა თავართქილაძეს სახლში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სახელით, სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
სადღესასწაულო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილმა, ყველა ვეტერანმა მიიღო.

ლევან თევზაიამ ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
ლევან თევზაიამ 95 წლის ორესტი ბერულავას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
მინისტრმა ვეტერანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
მინისტრთან ერთად, ვეტერანს 9 მაისი აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათია კოპალიანმა მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა.

სამინისტროში დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის ერთჯერადი პროგრამა განახლდა
 

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის მატერიალურ დახმარების გაწევას შემდეგ კატეგორიებზე:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები, დედ-მამით ობოლი არასრუწლოვნები, სამი და მეტი არასრულწოვანშვილიანი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები, აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნები, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახები, მარტოხელა მშობელი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები.
ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის მოწმობის ასლი; ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა/დასკვნა უფლებამოსილი უწყებიდან, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში: ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16; ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო განახორციელებს დევნილთა მომსახურების სამ პროგრამას

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო განახორციელებს დევნილთა მომსახურების სამ პროგრამას:
✅დევნილთა განსახლების ობიექტებში კომპლექსური კვლევებს, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას და სადეზინფექციო სამუშაოებს.
✅დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობას.
✅აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივ მხარდაჭერას.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 6 ქვეპროგრამის განხორციელება დაიწყო

ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის 6 ქვეპროგრამიდან, 3 ახალი ქვეპროგრამა, მიმდინარე წელს პირველად განხორციელდება.
სამინისტრო მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს შემდეგ ქვეპროგრამებს:
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა
☑️ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობაში თანამონაწილეობა
☑️დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა
☑️დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა
☑️აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ სოციალური მხარდაჭერის ახალი პროგრამები დაამატა
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ წელს, სოციალური მხარდაჭერის პროგრამას ახალი პროგრამები დაამატა. სოციალური მხარდაჭერის 6 პროგრამიდან, 5 ახალი პროგრამა, მიმდინარე წელს პირველად განხორციელდება.
 
სამინისტრო მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება
  • ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა
  • სოციალური სოლიდარობის
  • დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა
თითოეული პროგრამით სარგებლობის კრიტერიუმებისა და მიზნობრივი ჯგუფების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში , სააღდგომო ნობათი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ

სააღდგომო საჩუქრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ,აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით გადაეცათ.
სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდა.