აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ხონში, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა

სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (Slovak Aid) აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროექტი - ,,იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია“.
დააფინანსა.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მინდია სილოგავამ და სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, პაველ ვიზდალიმ მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს
ხონში არსებულ N4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის შექმნას, რომლითაც ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები ისარგებლებენ.

 

ანზორ მარგიანმა და ლევან თევზაიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო დახმარება გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, საპენსიო ასაკის (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ, საპენსიო ასაკის (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.

 

თბილისში, პეკინის #41-ში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ , მოადგილესთან მურად აბლოთიასთან და კომპანია ,,კარფური"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნინო რამიშვილთან ერთად, დევნილი ოჯახები მოინახულა და პირველად მოხმარების საკვები პროდუქტები მიუტანა.
,,დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, კომპანია ,,კარფური"- ს მხარდაჭერით გადავეცით პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, ხოლო ნაწილი ოჯახებისა ჩაერთო ქირით უზრუნველყოფის პროგამაში.
დევნილთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილი ოჯახების მხარდაჭერას"-განაცხადა ლევან თევზაიამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

გრძელდება იმერეთის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა.

ამჯერად ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, თანამშრომლებთან ერთად შეხვდა.
აფხაზეთიდან დევნილებმა სამინისტროს მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
სამინისტრო ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთანაც გამართავს.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სარეაბილიტაციო-სპორტული პროექტების განხორციელებას. ასევე, დევნილ არასრულწლოვან შშმ პირთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათი რეაბილიტაციისა და სპორტის სახეობების შესწავლის მიზნით.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში პარასპორტის სახეობების განვითარება და ხელშეწყობა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ხონის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები გაეცნენ

დევნილ მოსახლეობას სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, თანამშრომლებთან ერთად შეხვდა და მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
სამინისტრო ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთანაც გამართავს .

 

გაეროს სახლში, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია გაეროს განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან თევზაიამ ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელს ლელა აქიაშვილსა და პროექტის კოორდინატორს (EU4Dialogue) მარიამ ბეგიაშვილს, ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა და ინიციატივები გააცნო.
შეხვედრისას, გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
ასევე, მხარეებმა, თანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა.


„მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ღონისძიების ფარგლებში, მუშთაიდის ბაღში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, მოეწყო მხიარული ვიქტორინა და ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან ერთად. ღონისძიების ბოლოს დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.


აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებითღონისძიება მოეწყო, ასევე, ზუგდიდში. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ბარამბოს“, „ბიბლუსისა“ და ანსამბლ „გვირილას“ მხარაჭერით განხორციელდა.

თბილისში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, Covid -19 პრევენციის მიზნით, ამჯერად წყნეთში, თამარ მეფის N19-ში, ასევე დიღომში , დისევისა და ბელიაშვილის ქუჩებზე მდებარე 8 დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
აღნიშნულ ობიექტებზე სრული დეზინფექცირება სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდა, სადაც სპეციალური ხსნარებით დამუშავდა დერეფნები, საერთო სარგებლობის ფართები და ობიექტების მიმდებარედ არსებული საბავშვო სკვერები.
მიმდინარე წელს, სადეზინფექციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში, 300 -მდე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. წლის ბოლომდე, სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს 1300-ზე მეტ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლების ობიექტში (ჯამში 600 000 მ2 ) გეგმავს.

 

ამოქმედდა აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისთვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა

პროგრამის ფარგლებში დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ:

დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც არ ჩატარებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ;

მარტოხელა, სოციალურად დაუცველს, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000 და ნაკლებია;

მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს;

ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000 და ნაკლებია;

პროგრამით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ:

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები.

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16, ტელ: 032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. მის: დ.აღმაშენებლის გამზირი 89/24, მე -13 სართული; ტელ: 577505591;

ქუთაისი, ი.აბაშიძის 27, ტელ: 0431276513;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი), ტელ: 577092455

 

 

თბილისში, პეკინის №41-ში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულ დევნილ ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტრომ „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ და „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში პეკინის №41-ში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ 33 ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია. მათ შორის 8 ოჯახს, სამი თვის განმავლობაში, დროებითი საცხოვრებლით (ქირის თანხით) უზრუნველყოფს.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად, კოორდინირებულად აგრძელებს მუშაობას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესასწავლად, დანარჩენი დაზარალებული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით.

 

 

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტების, სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღავნელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრას აფხაზეთის დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე მურად აბლოთია ესწრებოდნენ.

ლევან თევზაიამ ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტების უფროსებისგან მათ მიერ მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები, ასევე სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების ანგარიში მოისმინა.

შეხვედრისას, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმდინარეობაც განიხილეს და ამ კუთხით, რეგიონებში შემდგომ დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

 

დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამა განხორციელდება

პროგრამის ფარგლებში დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და საინიციატივო ჯგუფს);

სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ:

დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის განცხადება;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);

საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16, ტელ: 032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. მის: დ.აღმაშენებლის გამზირი 89/24, მე -13 სართული; ტელ: 577505591;

ქუთაისი, ი.აბაშიძის 27, ტელ: 0431276513;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი), ტელ: 577092455

დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მოგვმართეთ განცხადებით.ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16, ტელ: 995 599 85 52 91;

 

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო

პროგრამის ფარგლებში დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და საინიციატივო ჯგუფს);
დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ:
დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის განცხადება;
განცმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი).
განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:
ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16, ტელ: 032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. მის: დ.აღმაშენებლის გამზირი 89/24, მე -13 სართული; ტელ: 577505591;
ქუთაისი, ი.აბაშიძის 27, ტელ: 0431276513;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი), ტელ: 577092455