აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტრო და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოები გადავიდნენ დისტანციურ და მორიგეობით შრომით რეჟიმზე.

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო განვითარებულ მოვლენებს მიანიჭა პანდემიის სტატუსი, აღნიშნულმა გარემოებამ რიგი პრევენციული ზომების მიღება გამოიწვია საქართველოშიც. 2020 წლის 21 მარტს კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გამოიცა ისეთი აქტები, როგორიცაა ,,საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ’’. ზემოთხსენებული აქტების საფუძველზე დაწესდა რიგი შეზღუდვები, რამაც არსებითად შეცვალა საჯარო სამსახურის სისტემის საქმიანობის სტილი. 2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტრო და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოები გადავიდნენ დისტანციურ და მორიგეობით შრომით რეჟიმზე. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიულ ორგანოებზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუფერხებელი განხორციელებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა თანამშრომელთა დისტანციურ და მორიგეობით შრომის რეჯიმზე გადასვლის გეგმა/გრაფიკი და გამოიცა აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი - მინისტრის ბრძანება. აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამინისტროს ხარჯით, დაიგეგმა და განხორციელდა სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაოს სივრცეების სადიზინფექციო ხსნარით დამუშავება, შემუშავდა და გატარდა ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის დადგენილი იყო უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს მიერ. დისტანციურ/მორიგეობით შრომის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, მოქალაქეთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ოფისებში მოეწყო სპეციალური კუთხე, დაიდგა განცხადებების ყუთი, გამოიყო კონკრეტული პირები, თვალსაჩინო ადგილას გამოიკრა, ასევე, სამინისტროს ვებგვერდზე (facebook) განთავსდა, კონკრეტული მიმართულებაზე (პროგრამებზე) პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ტელეფონები, საკონტაქტო მეილები, ონლაინ კავშირის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური განმარტებები და მისამართები. გამკაცრდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილებზე ყოფნის წესები (პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დისტანციის დაცვა და სხვა), ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

ქ. თბილისში აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში ღია შეხვედრები იმართება.

ღია შეხვედრების ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ბედენაშვილი ქ. თბილისში, ვ. ბერიძის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილას იმყოფებოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას მოისმინა მცხოვრებთა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
ქ.თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში აღნიშნული ხასიათის შეხვედრები იმართება გეგმით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.

 

 

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეცილისტი აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, ზ. ჭავჭავაძის N- 16, ბაგა- ბაღი "ცუგრუმელა" -ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აღნიშნული ორსართულიანი კორპუსი დაახლოებით 7 წლის წინ სრულად გარემონტდა USAID - ის მიერ. თუმცა, ობიექტზე დგას წყლისა და კანალიზაციის პრობლება. წვიმის დროს სარდაფში დგება წყალი (სუფთა წყალი), რაც საცხოვრებელი სახლების დანესტიანებას იწვევს. ტერიტორიული ორგანო, შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს დახმარებას მოსახლეობას არსებული პრობლემის მოგვარებაში.

 

ქ. ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში შეხვედრები გაიმართა.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ  ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია, უფროსი სპეცილისტები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, სულხან-საბას ქ. N- 1, ავანგარდის ქ. N- 1 ბ/ბაღში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მცირეფასიანი და გადაუდებელი სამუშაოების კომისიამ 2017 წელს ობიექტზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, კერძოდ:  დაამონტაჟა მწყობრიდან გამოსული სასმელი წყლის 1500 ლიტრიანი ავზი. დღეისათვის ობიექტი ნორმალურ მდგომარეობაშია. სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები არ დგას. შენობა გარემონტებულია, საკანალიზაციო კომუნიკაციები ნორმალურად მუშაობს.

შეხვედრა ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ვანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ვანი, პროფსასწავლებელი (მისამართი - ვანი, ს. შუამთა, სოლომონ მეორის #35. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 კორპუსს აქვს სამი შესასვლელი კარი, რომელთა მინები ჩამსხვრეულია და საკეტები მწყობრიდან გამოსული. მოსახლეობას სურს მინების ჩასმა და ახალი საკეტების დაყენება. აღნიშნული საკითხი ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ და დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაწყვეტილ იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი).

ქუთაისში დ.ჭონქაძის ქ. N 52-ში მცხოვრებ დევნილებს ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი ქუთაისში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში შპს სამკურნალო გამანჯ ცენტრი სათაფლია (მისამართი - ქუთაისი დ.ჭონქაძის ქ. N 52) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). დევნილების მოთხოვნაა ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონების მოწყობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცირე და აღდგენითი სახის სამუშაოების ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს.

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების მართვის და რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, ერთობლივი სოციალურ- ეკონომიკური ხასიათის შეხვედრა გამართეს ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის N 181 ა-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილას. მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობისას მოისმინეს მცხოვრებთა არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლებლობებზე, ასევე შენობის სარდაფში გაუმართავია წყალსადენ-საკანალიზაციო სისტემა, რომელსაც მცირე და აღდგენითი ხასიათის სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეიძლება ჩაუტარდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაო. ქ.თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში აღნიშნული ხასიათის შეხვედრები იმართება გეგმით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად

 

იმერეთის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 2020 წლის 13 ოქტომბერს, მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს 9 თვის მუშაობის შედგები, დასახული პრიორიტეტები, დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები და კომპეტენციის ფარგლებში მათი გადაჭრის გზები. შეხვედერაზე ხაზი გაესვა საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობასა და საჯარო მოხელეთა მიერ დადგენილი რეგულაციების შესრულების კონტროლს.

 შეხვედრას ესწრებოდა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - ბესიკ ჭანტურია, სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი - გიზო თორდია და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

 

ზუგდიდის რაიონ სოფ: რიყის ამბულატორიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს,  ზუგდიდის რაიონ სოფ: რიყის ამბულატორიაში მცხოვრებ  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

ჩასახლებაში ცხოვრობს  4 ოჯახი, 8 პირი. 4 ბენეფიციარი არის სოციალურად დაუცველი. დევნილები ითხოვენ განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას, ვინაიდან ობიექტზე არ არსებობს შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და არის უმძიმესი მდგომარეობა. ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობაც არ არის შექმნილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს რეგიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტები ზაალ ელიავა და ანზორ გამისონია

დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში, ქ.თბილისი, მუხიანის მე-2 მ/რ კორპუსი N 32-ში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სამუშაოები დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს,
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები, სამინისტროს მიერ ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით განხორციელდა:
ქ.თბილისი, მუხიანის მე-2 მ/რ კორპუსი N 32-ში, შენობის მთავარ შესასვლელში არსებული კიბის საფეხურების მოპირკეთების და გარშემო კედლის ზოლების აღდგენის სარემონტო სამუშაოები.

 

 

ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1 და კოსტავას ქ.N35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები  ქ. რუსთავში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1 და კოსტავას ქ.N35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.

სამუშაოები მიმდინარეობს სატენდერო პირობებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად და მისი დასრულება განხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.

ზუგდიდში დემურიას ქუჩა N -3-ში ჩასახლებულ დევნილებს დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი გადაეცათ.

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს,  ზუგდიდში დემურიას ქუჩა   N -3-ში ყოფილი (ფაიფურის  ადმინისტრაციის შენობა)  ჩასახლებულ დევნილებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შეხვდნენ.  აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 47 ოჯახი, 3 შშმ პირი და 10 სოციალურად დაუცველი ოჯახი.

 შენობა გარემონტებულია, შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა  ბმა ,,კოლხა 2016’’.  თავმჯდომარე  დონა ბერიშვილი. ტელ:  591810203. კორონა ვირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით ამხანაგობის თავმჯდომარეს გადაეცა 2 დისპენსერი და სადეზენფექციო ხსნარი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და ამავე ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული განყოფილების უფროსი ბესიკ გეგია

 

ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს დისპანსერები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგდათ.

 მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში ლაღიძის მე-4 შესახვევში, (დევნილების ახალ კოლექტიურ  ჩასახლებაში)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადასცეს  15 ცალი დისპენსერი და 75 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს  ხელმძღვანელი  კოტე ბასარია და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.