აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გ. კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გ. კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა, მოხელეთა შეფასების პროცესის მნიშვნელობა, ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები.

 

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად თბილისში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინა მათი სოციალური პრობლემები და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ 2020 წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი კორონავირუსის (Covid-19)-ის გავრცელების პრევენციისა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის წარმომადგენლობებისა და სამინისტროს შერწყმის პროცესს, რომელიც განხორციელდა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში.

მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მინისტრის კონსტანტინე კუჭუხიძის მიერ მიეწოდა დეტალური ინფორმაცია დასახული გეგმებისა და არსებული პრობლემების და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. ხაზი გაესვა დევნილთა ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ არსებულ მდგომარეობას და აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს.

მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა შეფასებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და განვითარების აუცილებლობა და მათთან მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე   მოსმენილ იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიში. ასევე განხილულ იქნა სხვა მიმდინარე საკითხები.

შეხვედრის ბოლოს მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

 

20 ივნისი მსოფლიოს ლტოლვილთა დღეა.

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღე აღინიშნება. თარიღი დააფუძნებულია მათ პატივსაცემად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა კონფლიქტებისა და დევნის გამო.
გადაწყვეტილება მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად 2000 წლის 4 დეკემბერს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით. ამ გადაწყვეტილებაში ჩაიდო მინიშნება, რომ 2001 წელი იყო 50-ე წლისთავი 1951 წლის კონვენციისა, რომელიც სწორედ ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრას მიეძღვნა.
ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერთიანდება ამ დღის აღსანიშნავად, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიმართვა მილიონობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის მიმართ.

 

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2020 წლის 2 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე, მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილთა სტატისტიკური მონაცემების, მათი სოციალური მდგომარეობის, სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული ფინანსური დახმარების, დევნილთა საცხოვრებელი შენობების ტექნიკური მდგომარეობისა და მათში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, დევნილთა საცხოვრებლებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებას და დაიგეგმა შემდგომი, ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები.

23 მაისი -„აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორია საფლავი ყვავილებით შეამკეს

გიგა ოთხოზორია მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა კოტე ბასარიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო კალათები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს, დევნილთა სამსახურის უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა და უფროსმა სპეციალისტმა ციალა კოპალიანმა, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის პირველ და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და დედ-მამით ობოლ დევნილებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ქ. ბათუმში აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის ეგიდით აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, „დევნილთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დევნილი ომის მონაწილეების (ვეტერანების) და სხვა მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის სასურსათო კალათების გადასაცემად ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ.თბილისში, ყვარელის ქუჩაზე კოლექტიურად მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ დევნილებს სასურსათე ნობათი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და აღმოსავლეთ საქრთველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დავით ძალამიძემ გიორგობის დღესასწაული მიულოცეს ქ.თბილისში, ყვარელის ქუჩაზე კოლექტიურად მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ დევნილებს და პირველადი მოხმარების სასურსათე ნობათი გადასცეს.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს სასურსათო პროდუქტი და პირბადეები დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის და თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის მეომართა კავშირს გადაეცათ პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი და ვაზიანის საწარმოში დამზადებული პირბადეები, რომელიც განკუთვნილია აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველი ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ჩართულობით და ხელშეწყობით მიმდინარეობს პირველადი მოხმარების სასურსათე ნობათების გადაცემა.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველის ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

ფოცხოეწერსა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის კომპაქტურ ჩასახლებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასურსათო დახმარება მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად ფოცხოეწერში იმყოფებოდა, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.

დევნილთა სასურსათო დახმარების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასურსათო კალათების გადაცემის პროცესი კვლავაც გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ-პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გრძელდება აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი სასურსათო კალათების გადაცემის პროცესი. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს კალათების გადაცემა აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურ დაუცველ ოჯახებზე (81 ოჯახი) და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე (100-ზე მეტი პირი).

სასურსათე კალათები უკვე გადაეცათ:

  • რეგიონში კოლექტიური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ პირებსა და მოწყვლად ოჯახებს (1500-მდე ბენეფიციარი);
  • დევნილთა პოლიკნინიკებში აღრცხვაზე მყოფ ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს (49 ბენეფიციარი);
  • ქ. ზუგდიდში, კოსტავას ქ. N30-ში მდებარე მდებარე შენობაში მცხოვრები 35 ოჯახს;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 15 ოჯახს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციას ,,დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ (5 ბენეფიციარი).

       სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ ასევე წინასააღდგომო დღეებში განხორციელდა სააღდგომო ნობათის (პასკა და კვერცხი) რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის გადაცემა. ნობათი გადაეცათ:

  • აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს (217 პედაგოგი);
  • ქ. ზუგდიდში, რევაზ ლაღიძის ქუჩა მე-4 შესახვევში მდებარე ჩასახლებაში მცხოვრებ 220 ოჯახს;
  • ქ. ზუგდიდში ბარამიას ქუჩა N7 მდებარე ჩასახლებაში მცხოვრებ - 272 ოჯახს;
  • ფოთის მუნიციპალიტეტში:

- ტაბიძის ქ. N12 ყოფილი კოლეჯის შენობა 60 ოჯახს;

- ხობის ქუჩა N28 (ყოფილი ბაღის შენობა) 12 ოჯახს;

- კოლექტიური ჩასახლების ობიექტი ,,შმო’’43 ოჯახს;

- ყოფილი სასაზღვრო უნივერსიტეტი - 63 ოჯახს.

  • სენაკის მუნიცპალიტეტში (60 ერთეული):

ა) რუსთაველის ქ. N112 კოლექტიური ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ ოჯახებს;

ბ) ,,ყოფილი მესამე არასრული სკოლა“ მშვიდობის ქ. N296 კოლექტიური ჩასახლების ობიექტი ,,უსინათლოთა საზოგადოება“ მცხოვრებთ;

გ) მარჯანიშვილის ქ. N20 კოლექტიური ჩასახლების ობიექტი ,,პმკ“ მცხოვრებ ოჯახებს;

დ) სტალინის ქუჩა N2 კოლექტიური ჩასახლების ობიექტში ,,საგზაო სამმართველო“ მცხოვრებ ოჯახებს;

ე) მშვიდობის ქ. N221 კოლექტიური ჩასახლების ობიექტი ,,ბაგა-ბაღი N6“-ში მცხოვრებ ოჯახებს;

ვ) მენჯი სახარბედიოს უბანი კოლექტიური ჩასახლების ობიექტში ,,ს/სახლი“ მცხოვრებ ოჯახებს.

           სასურსათე პაკეტებისა და სააღდგომო ნობათის გადაცემაში მონაწილეობას ღებლობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონო გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გიორგი შენგელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გოჩა კურდღელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ლევან კუპრეიშვილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი დათო გოგუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ალექსადრე გრიგალავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ლევან მაკალათია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბატონო კოტე ბასარია და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.

     აქცია კვლავაც გრძელდება.

წყალტუბოს სანატორიუმებში განთავსებულ დევნილებს ადგილზე აირბალონები დაუტუმბეს

COVID-19 – კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქ. წყალტუბოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ოპერატიულად მოგვარდა მუნიციპალიტეტის სანატორიუმებში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის თხევადი აირის ადგილზე მიტანის საკითხი. რისთვისაც, პრობლემის შესახებ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხერხდა სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძიება და მისი გადაადგილებისათვის აუცილებელი საბუთების გაფორმება. შედეგად 22-23 აპრილს პრაქტიკულად ყველა სანატორიუმში ადგილზე მოხდა ყველა მსურველისათვის საყოფაცხოვრებო აირბალონების დატუმბვა.