აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში გამართულ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდა. აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ.
დევნილებს საახალწლო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ საქართველოს რეგიონებშიც გრძელდება

2019 წლის 30 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხატვრო გამოფენის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

საახალწლო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილეებმა ალეკო ჩიკვაიძემ, მედეა აბლოთიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.

სამინისტროში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა ამხანაგობების თავმჯდომარეობის კანდიდატთა განცხადებები, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას პირველადი რეგისტრაციისათვის.

უფასო სამართლებრივი კონსულტაციები იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამედიცინო-პროფილაქტიკურ აქციაში, რომლის ფარგლებშიც, კერძოდ, ბაღდათსა და ხონში, შეხვდნენ დევნილ მოსახლეობას და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრს (EULCC)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   2019 წლის 18 დეკემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

     მემორანდუმის მიზანია:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
  • მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
  • ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.

 

სამინისტროში დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთა საჩივარი განიხილეს

18 დეკემბერს სამინისტროში დევნილის სტატუსის მაძიებელ მოქალაქის თ .აკობიას საჩივარი განიხილეს. სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 26 ნოემბრის  (ოქმი # 92)  გადაწყვეტილების გაუქმებისა და  თ.აკობიასვის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ, გალში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში თათბირი ჩაატარეს.

16 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა გაფართოებული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი პაატა ძანძავა, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.

   გ.ბულისკერიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წელს ამოქმედებულ „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმდინარეობაზე. კერძოდ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას მიეთითა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება, რათა დროულად მოხდეს ამ პროგრამის განხორციელება.

     თათბირზე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელების საკითხი. როგორც თათბირზე აღინიშნა ამ ეტაპისთვის შესრულებულია გეგმა-დავალების 86% და ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.

   ასევე განიხილეს საახალწლო დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობის საკითხი და შემუშავებულ იქნა ის მექანიზმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს წარმომადგენლობისა და სამინისტროს, ასევე აფხაზეთის ა/რ სხვა სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას.

კონსტანტინე კუჭუხიძე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე 2019 წლის 11 და 12 დეკემბერს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

11 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, შეხვედრაზე შეფასდა დევნილთა საცხოვრებელი შენობის (ყოფილი სამხედრო დასახლება) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. მოსმენილ იქნა ინფორმაცია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

12 დეკემბერს კი მინისტრი შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და დაათვალიერა სტალინის ქ.N4-ში მდებარე შენობაში (ყოფილი 64-ე პროფსასწავლებელი) სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ვაჩეიშვილის მემორიალური კუთხის გახსნას სამინისტროს ხელმძღვანელობა დაესწრო.

     12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.

     მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია  და ომის ვეტერანები დაესწრნენ.

     ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სამინისტროში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა

2019 წლის 12 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ჩატარდა ,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის“ მეორე სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი და ქ. თბილისში არსებული ერთი ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია.

     კომისიამ განცხადებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი და საჭიროდ ჩათვალა სხდომის გადადება. ხარვეზებისა და მათი გამოსწორების მექანიზმებზე მიეთითა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებს. შედეგად გადაწყდა, რომ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.

სამინისტროში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშემწყობი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობმა კომისიამ 1019 წლის 06 დეკემბერს გამართა სხდომა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დემურიას ქუჩა # 1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, 2019 წლის 05 დეკემბერს სამინისტროში შემოსულ # 01/1516 განცხადებასთან დაკავშირებით.

კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებისთან დაკავშირებით.

სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს სთავაზობს.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილება დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს ადვოკატირებას, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას შემდეგ საკითხებზე:

 

  • საარქივო დოკუმენტაციის მოძიება;
  • სასამართლოში წარსადგენი განცხადების/სარჩელის მომზადება;
  • შრომითი სტაჟის დადგენა;
  • ქორწინების ფაქტის დადგენა;
  • პირის გარდაცვლილად/უგზოუკვლოდ გამოცხადება;
  • მხარდამჭერის სტატუსის მოპოვება;
  • საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • დევნილთა მიმართ სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება გრძელვადიანი    უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
  • დევნილთა მიმართ სხვადასხვა სახის სამართლებრივი საკითხები:

 

სამინისტროში საპილოტე პროგრამა ამოქმედდა.

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელი ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის/ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ამოქმედდა საპილოტე პროგრამა, რომელიც გულისხმობს კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობას (სანოტარო მომსახურების ხარჯების ანაზრაურება), შემდგომში მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა.

 

2019 წლის 2 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გურამ მისაბიშვილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაში ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დაისახა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ხელს შეუწყობს ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო- ეკონომიურ პირობებს, დაგეგმილი სოციალური თემების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული სამომავლო პროექტები.