
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, კორონავირუსის წინაამღდეგ ბრძოლის- stopCOV- ფონდში, აპრილის თვის სახელფასო ანაზღაურებიდან ჯამში -4836- ლარი გადაირიცხა.


კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და ქუთაისსა და წყალტუბოში მოქმედ დევნილთა პოლიკლინიკებს, მათთან აღრიცხვაზე მყოფი კერძო სექტორში რეგისტრირებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა დახმარების ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა. ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს წარმომადგენელი დავით ძალამიძე და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე მონაწილეობდნენ. დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი დაურიგეს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს. აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.
პირველადი სასურსათო პროდუქტი დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ გადასცეს.
სააღდგომო ნობათი ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 432 პირს გადაეცა.


განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელებაში აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ და სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს; გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის რაიონებში და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამ დღეებში პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს სხვა რაიონებშიც გადაეცემათ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს. დღეს, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან - კახაბერ კუპრეიშვილთან, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან, კოტე ბასარისთან ერთად გადასცეს.
აქციის ფარგლებში, სასურსათო ნობათებს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული - 404, სამეგრელოს მასშტაბით კი - 2 725 დევნილი ბენეფიციარებს დაურიგდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობით და აქტიური ჩართულობით ქალაქ თბილისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების და სააღდგომო ნობათების გადაცემა მიმდინარეობს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები) 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
ბარამიას ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთიდან დევნილი, 70 წელს გადაცილებული პირებისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გადასაცემად განკუთვნილი ღონისძიების განხორციელებაში.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, ქალაქ ჯვარსა და ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო მუნიციპალიტეტისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიების ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციისა და რისკების ეფექტურად მართვის ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის, სამუშაოები სრულად დასრულებულია სენაკის, ხობის, ჩხოროწყის, აბაშის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულებულია და მიმდინარეობს სოფლად არსებული ჩასახლებებში, რომელიც დასრულდება უახლოეს დღეებში.
მერიების ხელმძღვანელებთან ერთად სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.


მოქალაქეებს შეუძლიათ სამინისტროში განცხადებები გადმოაგზავნონ სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: idp@abkhazia.gov.ge ან devnilta.info@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 231 32 28. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დისტანციური რეჟიმის პირობებში მიმართონ სამინისტროს და ტერიტორიულ ორგანოებს:
- აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაობის ჩატარების პროგრამის ფარგლებში:
- რომან კოკაია - 595309838 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი;
დევნილთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროგრამის ფარგლებში:
- ვიტალი კიკნაველიძე - 577555705 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსი;
- დევნილთათვის გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის (დაფინანსება) პროგრამის ფარგლებში:
- ეთერ ძიმისტარაშვილი - 599855282 სამინისტროს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
- მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურების, ცნობების/დასკვნების გაცემის პროგრამის ფარგლებში:
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: მურთაზ ბერულავა 599-441-407 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი თინათინ კივილაძე 599-545-986;
ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skype-აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: ბესიკ ჭანტურია 599767154 beso1112@gmail.com, სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი 595657090, ან უფროსი სპეციალისტი ლელა სახელაშვილი 591302130. ელექტრონული ფოსტა:amragovimeri@gmail.com. skype(იძებნება ორნაირად): 1- სახელით: „იმერეთის ტერიტორიული ორგანო“ და 2. ელფოსტით: amragovimeri@gmail.com აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: ბესიკ გეგია 577-09-24-55 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლელა კვეკვესქირი 591-810-202; ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.com. skype-stozugdidi სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
- ერთჯერადი მატერიალური სახის დახმარებაზე განცხადებების მიღება.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა ბეთაშვილი 599-855-087. ელექტრონული ფოსტა: astotbilisi@gmail.com. skype-მისამართი:“აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო“. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირთან.~
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:
ერთჯერადი მატერიალური სახის დახმარებაზე განცხადებების მიღება. საკონტაქტო პირი:ტეროტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე ნათია კოპალიანი 599247027, ან უმცროსი სპეციალისტი დალილა თამაზოღლი 599873870
ელექტრონული ფოსტა:amragovimeri@gmail.com
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა 577092439 და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარინა პოტაპენკო 591810210 ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.com skypeმისამართი: stozugdidi სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
- დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა.
საკონტაქტო პირები:
აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის ლევან ბარათელი, ტელ. 599477922 ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skypeმისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის გიორგი ლეკვეიშვილი 595657090 და თეიმურ წულაია, 595016061
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის რამაზ აბლოთია, ტელ.: 577092448
ფოსტა:stozugdidi@gmail.com skype-stozugdidi სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
- 3. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის მიმართულება:
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:
astotbilisi@gmail.com. skype-აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო
საკონტაქტო პირი ვალერიან კვინიკაძე 577092411 სამსახურის უფროსი და
პაატა ბასარია 577092412.
იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის
amragovimeri@gmail.com skype-იმერეთის ტერიტორიული ორგანო
თენგიზ ლეშქაშელი სამსახურის უფროსი 595606056; 0431276513
თინათინ ზუხბაია 577601832
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის
საკონტაქტო პირი დათო კვარაცხელია 577092453 სამსახურის უფროსის მოადგილე და ლარისა ქარდავა (უფროსი სპეციალისტი) 591810226
განცხადებების დატოვება ასევე შესაძლებელია ტერიტორიული ორგანოების მისაღებში განთავსებულ შესაბამის ყუთებში.
მოგმართავთ თხოვნით გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოებში მოსვლისაგან.
