აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ 2018 წელს სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა.

კერძოდ, მანანა ქვაჩახიას მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი იყო სამინისტროს უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:

სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების შესწავლა და მათი მოგვარებისთვის ზრუნვა. გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფატებზე გამოხმაურება და ამის თაობაზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების ინფორმირება; აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების  ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ  2018 წელს დააფინანსა  აფხაზეთიდან დევნილი 180 წარმატებული ახალგაზრდა. თუ 2018 წელს შესაბამისი ბიუჯეტი შეადგენდა 90 ათას ლარს, შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, ეს თანხა 2019 წლისთვის თითქმის გაორმაგდა და 150 ათასით განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით იყო საუბარი გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

ხარისხიანი განათლების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სკოლების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, გასულ წელს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების შენობების შეკეთება, სპორტული დარბაზების რეკონსტრუქცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მათი ინვენტარით, თვალსჩინოებებითა და სხვ. უზრუნველყოფა, სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება და ა. შ.

აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა. აქედან გამომდინარე, მის დაცვა-განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა და სამინისტრომ მთელი წლის განმავლობაში კვლავინდებურად ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების თანადაფინანსება, აგრძელებდა აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამას და ა. შ. თქვა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში კიდევ უფრო ღრმავდება აფხაზური ენის სწავლება, აფხაზურ ენას ეუფლება 300-მდე მოსწავლე.  

2016 წლიდან აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციისა და ახლებურად გააზრების მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდებისთვის დაწესდა ჟიული შარტავასა და  დიმიტრი (არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიები. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების წახალისების მიზნით კი, კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. შესაბამისად, უკვე გვყავს პირველი სტიპენდიანტები, რაც სხვებისთვის სტიმულისა და მაგალითის მიმცემია.

სამინისტრომ შარშან დაიწყო და წლეულსაც აგრძელებს საინფორმაციო ბანკის შექმნას აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებზე. ამ პროექტის ფარგლებში კი გამოსცა კრებული „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ (პირველი ნაწილი), რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს.

სამინისტროსთვის ასევე პრიოტიტეტულია  „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის  მიზანია აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე მეცნიერების ხელშეწყობა, მათი კვლევების წარმოჩენა და ყოველივე ამის ამსახველი კრებულების გამოცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში მათ  მივლინებას.

უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. 2018 წელს სამინისტროში კონკურსის წესით სტაჟირება გაიარა 5 სტუდენტმა. მათგან ერთი გამორჩეულად წარმატებული სტაჟიორი სამინისტროში დასაქმდა კიდეც.

ცალ-ცალკე და გამოკვეთილად ითქვა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისა და მასში შემავალი სიიპ-ების: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და სხვ. საქმიანობაზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

კერძოდ, კი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნების მქონე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა კეთილმოწყობილი, კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოყვანილი აკუსტიკის მქონე სარეპეტიციო დარბაზი; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა სტატუსი - აკადემიური; სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დაარსებიდან 30 წლისთავი იზეიმა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 25 წლიანი ლოდინის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო თეატრს გადაეცა დიმიტრი ჯაიანის სახელობის ახლად გარემონტებული დარბაზი.

ითქვა ამავე სამსახურის მიერ „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა“ და „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის“ პროგრამებზე.

საინტერესოდ წარმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები, მათ შორის  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის შექმნა;   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების  რუკის შედგენა და დაბეჭდვა; სამეცნიერო კონფერენციის - კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში“ ჩატარება და შესაბამისი კრებულის გამოცემა; აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ  და ამ მიზნით ლევან რჩეულიშვილის წიგნის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ და ალბომის - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - (მოკლე მიმოხილვა)“ გამოცემა და სხვ.

ასევე ვრცელი და მრავალმხრივი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამას, ტურნირებსა და აფხაზეთის  ღია პირველობებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მასშტაბურ ცერემონიალს და სხვა.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო საქმიანობაზე და შესაბამის პრიორიტებებზე.

მანანა ქვაჩახიას მოხსენების შემდეგ დამსწრეთ გამოთქვეს აზრი და ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზნით მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა მოსმენილი ანგარიში, შესაბამისად, სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად განხორციელებული  პროექტებისა და პროგრამების შედეგები მიმოიხილა და განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით მომავალში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გასატარებელ საქმიანობაზე ისაუბრა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.

სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებასა და ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.

სამუშაო შეხვედრა იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში.

2019 წლის 15 თებერვალს ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ.კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  პირებთან.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ანგარიში  წარმომადგენლობაში არსებული მუდმივმოქმედი კომისიების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრები  დევნილი ახალგაზრდების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში  გაწვევასთან დაკავშირებული და წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური  საკითხები.

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში

2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ. კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  რ. ქობალიასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა წარმომადგენლობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესის დაწყება-მიმდინარეობასთან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დევნილი ახალგაზრდების გაწვევასთან დაკავშირებული, ასევე წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური და მიმდინარე საკითხები.

დევნილთა დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

გასვლით სხდომაზე  2018წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანი სახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო აღნიშნული სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებში მათ ჩართულობას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა რეზო ქობალია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც სტრუქტურას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.რეზო ქობალია ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა და 1993 წლამდე ოჩამჩირის რაიონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობდა. დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ალექსანდრე მოწერილიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ რეზო ქობალიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესწრებოდნენ.

 

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2019 წლის 25 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძესთან შემდგარ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  აფხაზეთის . იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი,აფხაზეთის / მთავრობის აპარატის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი რევაზ ცინარიძე,აფხაზეთის /რ მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი აქუბარდია,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის / წარმომადგენლობის იურიდიული  კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი დავით ჭედია , დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, სამმართველოს უფროსი რომან კოკაია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი, პროცედურები, სარემონტო აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და სხვა პროცედურული საკითხები.

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის / მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, აფხაზეთის / დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები და აფხაზეთის / მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

თათბირზე განხილულ იქნა აფხაზეთის / მთავრობის წარმომადგენლობების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში. ასევე მოისმინეს ინფორმაცია წარმომადგენლობებში მოქმედი კომისიების მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ და სამხედრო- სავალდებულო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგების და 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. დაიგეგმა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების საინჟინრო- ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის, საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენის, შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთა აღრიცხვის შედგენისა და შემდგომში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისთვის, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების გზები.

საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე''

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და კულტურის ცენტრ შპს,,არტ ჰოლს'' შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპსთანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან დევნილი ბავშვების ჩართულობას სრულიად უფასოდ, კულტურის ცენტრში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: ქართული და სამეჯლისო ცეკვები,მხატვრული კითხვა და საბალეტო ხელოვნება, ასევე თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას.

მემორანდუმს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, ხოლო კულტურის ცენტრი შპს ,, თბილისი არტ ჰოლი’’- მხრიდან დირექტორმა ნანა გოდერძიშვილმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას აფხაზეთის / მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის ორგანიზება დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილებამ უზრუნველყო.

დეპარტამენტის თავმჯდომარე რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიადგა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში დევნილთა განსახლების ობიექტებს. ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო შტაბები, სადაც შესწავლილ/დათვლილ იქნა მიყენებული ზარალის ოდენობა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

მა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა  და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის 

დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობის მორიგი დღე

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება.  ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.  იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მადლობის სიგელების გადაცემა

ქ. თბილისში,  ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობაში აქტიური ჩართულობისა და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისათვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, მოადგილეებმა გიორგი ბულისკერიამ და დავით მიქავამ თანამშრომლებს ვარლამ ნარსიას, დავით ადამიას, პაატა ლომიძეს, მალხაზ გოლავას, ზვიად ჯაფარიძეს, გიზო თორდიას და რაჟდენ ფაჩულიას მადლობის სიგელები გადასცეს.

მორიგი წარმატებული პროექტი

ესპანეთში ორთვიანი  საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი   2018 წლის 3 სექტემბერს  სამშობლოში დაბრუნდა.    თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და  მშობლები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს.  მათ  შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ორგანიზებით ხორციელდება.