აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
დეპარტამენტის ორგანიზებით გრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის უფასო გამოკვლევები ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის 12 ივლისს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ვაკის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 18 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

სოციალურად დაუცველ პენსიონერ დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ ,,მედისონის თვალის კლინიკა”-ში

2018 წლის 9 ივლისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში საბურთალოს რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 21 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აქცია გრძელდება 10 -11 ივლისს. მსგავსი აქციების ჩატარება იგეგმება პერიოდულად.

საბურთალოს რაიონში განსახლებულ სოციალურად დაუცველ პენსიონერ დევნილთა საყურადღებოდ: აქცია “მედისონის თვალის კლინიკაში”

მიმდინარე წლის 9, 10 და 11 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში ტარდება  ქ. თბილისში საბურთალოს რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის  უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.

   პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • მხედველობის სიმახვილის დადგენა
  • სათვალის შერჩევა
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა
  • თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
  • თვალის წნევის გაზომვა
  • მხედველობის ველის გამოკვლევა
  • ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
  • თვალის რეფრაქციის დადგენა

 საკონტაქტო პირები:    ნინო ლემონჯავა        ტელ.  599 85 52 76

                                           თამარ კორსანტია     ტელ.   557 35 35 37

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობასა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ესპანეთში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად გაემგზავრა აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი და 1 თარჯიმან-მონიტორი. ისინი ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ესპანურ მოხალისე ოჯახებში გაატარებენ ორ თვეს და 3 სექტემბერს დაბრუნდებიან საქართველოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

ბავშვები გააცილეს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ვეკუების ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   დევნილთა  საქმეების დეპარტამენტის  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების და  დევნილთა განსახლებისა  და სოციალური დაცვის  განყოფილების  საჯარო მოხელეებმა  ჰუმანიტარული  დახმარება გაუწიეს  მცხეთის რაიონში  მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ვეკუების ოჯახს. განყოფილებების  ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების საჯარო მოხელეებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწი

მიმდინარე წლის 27 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობაში შედგა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  ხელმძღვანელობის სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან.  შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც. მთავრობის თავმჯდომარეს  მიეწოდა ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საკითხებზე, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები.

მოქალაქის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შედგა ზეპირი მოსმენა

მიმდინარე წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის წარმომადგენლობებში  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი)  პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების  ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 8 მაისის  (ოქმი №35)  დადგენილების გაუქმებისა და  მოქალაქე ხ.ჯიკირბასთვის  1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ. აძიუბჟაში  მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე   შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  მოსმენილ იქნა  მათი პოზიცია,  მოწმის სახით დაბარებულ პირთა    ახსნა-განმარტებები.

დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელახალი განხილვის მიზნით ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო მოქალაქის ადმინისტრაციული საჩივარი დაუბრუნდა  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა  ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას”.

ქ. ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შენობის სახურავზე თოვლის შემაკავებელი პანელები დამონტაჟდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის  შენობის სახურავზე თოვლის შემაკავებელი პანელების მონტაჟი.

დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე  მივლინებით იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა  წარმომადგენლობისათვის  საოფისე ფართის  შერჩევის საკითხი. სამუშაო შეხვედრების პროცესში  დაათვალიერეს რეგიონში რეგისტრირებული  დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები, შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს  დაიგეგმა კონპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის  გზები.

გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.

ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა – დათო ზარიამ გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წლის 13-15 ივნისს ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო  სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი წარმატებით მონაწილეობს ტურნირში, 13-14 ივნისს ჩატარებული მატჩების შედეგებით გასულია ფინალში . ფინალური მატჩი გაიმართება 15 ივნისს. ვუსურვებთ გამარჯვებას არაერთგზის პრიზიორ ჩვენს გუნდს!

მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლს სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი დაესწრო

10 ივნისს,  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში  რეჟისორ ლევან ქობლიანიძის სპექტაკლს ,,ემილის თავგადასავალი’’, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი, კომპაქტური ჩასახლებიდან, (მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხიზანიშვილის # 57-დან) დაესწრო.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობს

დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას    მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

ინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ

4 ივნისს,  კინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 ბავშვი დაესწრო ფილმის ჩვენებას ,, სუპერ აგენტი ძაღლები’’.

კიდევ ერთი ლამაზი დღე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  1 ივნისს,      აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და   ვაკის რაიონის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით,  აფხაზეთიდან დევნილი 6 დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები  ვაკის პარკში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ. ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენი ბავშვებისთვის.201