აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა

მიმდინარე წლის 31 მაისს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს

ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღის  აღსანიშნავად,  1 ივნისს  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის  გამგეობა  ვაკის პარკში,  გამგეობის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა გასართობ ღონისძიებაზე ეპატიჟება ვაკის რაიონში დროებით მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მოზარდებს.

თათბირი დეპარტამენტში

2018 წლის 30 მაისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ დავით მიქავასთან   გაიმართა თათბირი. დღის წესრიგის გარშემო მოხსენებით გამოვიდა  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ბულისკერია.  თათბირს ესწრებოდნენ აპარატის უფროსი თამაზ ხასაია,  წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე პაატა ძანძავა,  უფროსი სპეციალისტი  ვარლამ ნარსია,  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი  ვალერიან კვინიკაძე.

თათბირზე განიხილეს მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა  საკითხები და დასახეს პრობლემების გადაჭრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს დაესწრო

2018  წლის  22  მაისს  ,,აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და სოხუმის დრამატული თეატრის ხელშეწყობით  ქ. თბილისში განსახლებული  30-მდე სოციალურად დაუცველი  აფხაზეთიდან დევნილი მარჯანიშვილის თეატრში  დაესწრო  სპექტაკლს  ,, მილიონრები ”.

მემორანდუმის პირობების თანახმად დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ცხადდება ვაკანსიები

2018 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და შპს „ოცნების სამყაროს“ (ჭიტა) შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის პირობების თანახმად დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ცხადდება ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-კონსულტანტი

2. დირექტორის ასისტენტი

3. ლოჯისტიკის კოორდინატორი

იხილეთ მოთხოვნები:  ვაკანსია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე:
hr@chita.ge ან devnilta.info@gmail.com

საკონტაქტო პირი: ხაზალია ნინო. ტელ: 599-85-53-02

 

დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს –  სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია  დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით  შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს სათამაშოების  მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება.

მემორანდუმის გაფორმებას  ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და განყოფილების უფროსი ნინო ხაზალია.

14 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნითი საკოორდინაციო შეხვედრა

14 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნითი საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ძირითადი კომპონენტების, მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ლტოლვილთა რეგიონალური კოორდინატორი – ჯონათან ჰაიესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მურად აბლოთია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი – მერი კოჭლამაზაშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის დირექტორი – ვინსენტ დონტოტი, ლდს-ს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერი – ნინო ხოხობაია, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მათ შორის გარდაბნის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, პროექტის მონაწილე ტრენერები და დევნილთა თემების წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ადვოკატირების კამპანიის „ერთად დევნილებისთვის“ ფარგლებში მომზადებული ვიდეოების ჩვენებაც. ღონისძიების საბოლოო ნაწილი წარიმართა დასკვნითი შეფასებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტი მიმდინარეობდა 2017 წლის სექტემბერიდან და ფინანსდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

აფხაზეთიდან დევნილთა საყურადღებოდ !

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს:

სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართლებრივი დახმარების განყოფილებას.

განყოფილების უფროსი გიორგი პარკაია

ტელ.: 599855124
222-12-05

ელ. ფოსტა: giorgiparkaia1@gmail.com
მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის ქ. N17 ე.

იხილეთ ლინკი: http://abkhaziajustice.gov.ge

ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №21-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე სასმელი წყლის ავზი შეკეთდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №21-ში, ყოფილი სასტუმრო „თბილისი“-ს შენობაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე  სასმელი წყლის ავზის შეკეთება.

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით შედგა საკოორდინაციო შეხვედრა

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო  „ბეტს“-ში პროექტის „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ ფარგლებში შედგა საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია დევნილთა საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება, ფინანსური რესურსების ეფექტურად ბიუჯეტირებისათვის (ფინანსური დახმარების დუბლირებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის)  საჭირო ღონისძიების დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

2018 წლის 4 მაისს გაიმართა შეხვედრა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან

2018 წლის 4 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფო წარმომადგენლები, უცხო სახელმწიფოების ელჩები და ატაშეები, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი თანამშრომლები.

გაიმართა კონფერენცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

2018 წლის 3 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი”.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას,

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით არტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონკურსი

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით თბილისი არტ ჰოლის  ხელმძღვანელობის კეთილი ნებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის ჩატარდა კონკურსი, სადაც შეირჩა ხელოვნების სტუდიისთვის მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა წრეებში დაეუფლებიან სრულიად უფასოდ ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს, საბალეტო ხელოვნებას და მხატვრულ კითხვას.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 28 აპრილს ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პრობლემების იდენტიფიცირება, სტრატეგიულ დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება და საპროექტო განაცხადის მომზადება“.

ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო,  მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა:  საპროექტო განაცხადის ლოგიკური მოდელის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, საპროექტო საქმიანობის დაგეგმვა, რისკების ანალიზი,
და ბიუჯეტირება

ტრენინგი ჩატარდა პროექტის “დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა  მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.