აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

2017 წლის 28 დეკემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით,  აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროში, მოძრაობა ,, ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-ს ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებზე: აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებზე, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე, 4 და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე, 90 წელს გადაცილებულებზე და ბავშვობიდან ინვალიდებზე საახალწლო საჩუქრები დარიგდა. საახალწლო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ამავე უწყების თანამშრომლებმა.

ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში ჩატარდა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი, №8-ში, ყოფილი ინვალიდთა სწარმოს შენობაში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის მომიჯნავე 2 პარაპეტის გადახურვა.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, კომპაქტური ჩასახლება „იპოდრომის“ ეზოს მავთულ-ბადით შემოკავება.

გრძელდება დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში

ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებში გრძელდება გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, გუმათის მარცხენა დასახლებაში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის გუმათის  №2 საჯარო სკოლა-პანსიონის შენობის ფანჯრების ჩამსხვრეული მინების შეცვლა.

სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობაში მოქმედ კომისიებთან

მიმდინარე წლის  5 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“  მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამმართველოს თანამშრომლები.

ასევე, შედგა სამუშაო შეხვედრა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი“ და „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით“ შექმნილ კომისიების წევრებთან, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები.

სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა უკვდავსაყოფად წიგნის „მარადისობაში მომავლისათვის“ ახალ გამოცემასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ასევე, განიხილეს „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის №366 დადგენილების შესრულების მიზნით მიღებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობა. წარმომადგენლობას, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მიზნით,  დაევალა, უზრუნველყოს შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ერთი ობიექტის სახურავი გამოიცვალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით   დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა  კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი „საწარმოო კომბინატის“ შენობის გადახურვა თუნუქის ტალღოვანი ფილებით.

დევნილთა ჩასახლებას წყლის მიწოდება აღუდგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, სოხუმის ქუჩა, I ჩიხი, №13-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებისათვის წყლის მიმწოდებელი ტუმბოს შეცვლა.

გრძელდება შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში 2017 წლის 22 ნოემბერს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებზე. შეხვედრაზე განიხილეს   კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა და სამეზობლო ამხანაგობების დაფუძნების გზით ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის, დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის აუცილებლობის საკითხები.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ახმეტელის თეატრში წარმოდგენას დაესწრნენ

21 ნოემბერს სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ცნობილი დრამატურგის ოთარ ქათამაძის პიესის ,,აივანი’’ წარმოდგენას სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზება უზრუნველყო დევნილთა საქმეების დეპარატმენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებამ.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება

დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას    მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში დასრულდა ხანძრის შედეგად დაზიანებული მეტალო-პლასტმასის ფანჯრების და კარის დამონტაჟება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით    დასრულდა ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, დევნილთა ახალი დასახლების ობიექტის I კორპუსში ხანძრის შედეგად დაზიანებული მეტალო-პლასტმასის  ფანჯრების და კარის დამონტაჟება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით კომპაქტური ჩასახლების ობიექტში ჩატარდა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა   –  დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით   დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში დევნილთა  კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, საბავშვო ბაღისა და სკოლა-ინტერნატის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან რკინის ცხაურის გაკეთება.

წარმომადგენლობების მიერ გრძელდება კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა №3-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (პროკურატურის ყოფილი შენობა) კიბის უჯრედში 2 ხის ფანჯრის დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის 2 ფანჯრის მონტაჟი.