აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
2017 წლის 9 თვის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთიდან იგპ-ზე გაწეული ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში დაფინანსებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება.

     2017 წლის 9 თვის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიებმა 2 125 აფხაზეთიდან იგპ-ზე გასცეს 299 000 ლარის ოდენობის მატერიალური დახმარება.

   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 1 027 ბენეფიციარზე გაიცა 148 500 ლარი;

   იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 438 ბენეფიციარზე გაიცა 60 000 ლარი;

   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 660 ბენეფიციარზე გაიცა 90 500 ლარი.

     ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში არსებულმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიებმა პროგრამის ფარგლებში განიხილეს და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 32 ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დააფინანეს 21 331,57 ლარის ოდენობით.

   იმერეთის, გურიის, წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 9 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 6 061.44 ლარი.

   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის მიერ 12 ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგიანა 7 253 ლარი.

   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 11 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 017,13 ლარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა,  I-შესახ. №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ბაგა-ბაღი №22) სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.

წარმომადგენლობების მიერ გრძელდება კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით

დასრულდა ქ. ქუთაისში, ს.ს „ქვიტირი“ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი კემპინგის შენობის ნაწილობრივ გადახურვა.

დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის კომისიებთან

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების  მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტები დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია.

გრძელდება დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში

ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

სვეტიცხოვლის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა ჩატარდა

ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მამა ილია (კავსაძე) აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ წირვას ატარებს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ ლიტურგიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსდა  ქ. თბილისში, დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ორ ობიექტზე, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა №13-ში, შენობის შესასვლელი ორფრთიანი კარის სამონტაჟო და ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, კ 28ა-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სარდაფში ჩასასვლელი ორი გარე კიბის დამცავი საშუალებებით შემოფარგვლის სამუშაოები.

სამმართველოს სპეციალისტები კომისიის მორიგ სხდომას დაესწრნენ

მიმდინარე წლის  21 სექტემბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“  მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, მთავარი სპეციალისტები ეკატერინე ბიგვავა და ნანა ნაჭყებია.

კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №21-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი „აისის“  ქარხნის შენობა) ტერიტორიაზე დასრულდა წყლის ავზის გადახურვისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები.

გრძელდება დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში

ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ა.რ. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.

სამმართველოს თანამშრომლები კომისიის მორიგ სხდომას დაესწრნენ

მიმდინარე წლის  12 ოქტომბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“  მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია და მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ბიგვავა.

კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

კომისიაზე განხილულ იქნა დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის ადმინისტრაციული საჩივარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის წარმომადგენლობებში  ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი)  პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების  ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 5 აგვისტოს   (ოქმი # 61)  დადგენილების გაუქმებისა და  მოქალაქე დ.გერგიასთვის  1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ.კვიტოულში  მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

მესტიის მუნიციპალიტეტში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.
ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში / სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ვ.ხარებავას ქუჩა №52-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ლიცეუმის შენობა) სახურავის მთლიანი რეაბილიტაცია.