მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

2020 წლის 27 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად მოსმენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2019 წლის მუშაობის ანგარიში, რომელიც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ მისაბიშვილმა წარადგინა. გურამ მისაბიშვილმა ისაუბრა სამინისტროს სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ხაზი გაუსვა დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი გადაწყვეტისათვის დაგეგმილ მიდგომებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ,,ჰარმონიზაციის ცენტრის“ ინიციატივით, მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტორებისთვის, სისტემურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა. ტრენინგის ფარგლებში, შიდა აუდიტორები ახალ ტექნიკებსა და მიდგომებს დაეუფლენ. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სისტემური აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად ჩატარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას გასცნობოდნენ.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გელანტია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კალანდია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტორი პაატა ხინთიბიძე.

ტრენინგის დასასრულს, პრაქტიკული ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო, რაც სამომავლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტის თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სისტემური აუდიტის საქმიანობას გაუმარტივებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ მისაბიშვილმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

 

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

 

 

და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.  შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას  იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში   დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე  და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი კოტე ბასარია წარუდგინეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აპარატის თანამშრომლები.

მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა.

კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.

ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად, აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მთავრობის წარმომადგენლობების ახალი ხელმძღვანელების წარდგენის, სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი.

აფხაზეთის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე წარადგინეს. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

2020 წლის 20 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში,დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

10 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროსა და წარმომადგენლობების გაერთიანებასთან დაკავშირებული და სხვა მიმდინარე საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული სათანადო ღონისძიებები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ-პირთა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

ალილოს მსვლელობაში ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბიაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.

 

2019 წლის 30 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსხურის წარმომადგენლებმა.