- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2019 წლის 4 დეკემბერს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეთექვსმეტე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 32 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3950 ლარი. მიმდინარე წელს სულ დაკმაყოფილდა 896 დევნილი ბენეფიციარის განცხადება რაზეც დაიხარჯა 125000 ლარი. ამ დროისათვის განსახილველ განცხადებათა რაოდენობა და წლიური ფინანსური ასიგნებები ამოწურულია.
დღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი საერთაშორისო და ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, მოხალისეების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში, სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სამუშაოების მაძიებელთა პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა ჩართულობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია; აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია; აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ნანა გოგოხია; ზესტაფონის მუნიციპალუტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დევნილთა საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რომელიც დევნილთათვის უფასო სწავლებას და მომოავალში მათ დასაქმებას ითვალისწინებს.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნანა ჭანტურია მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქობულეთსა და ჩაქვში განსახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ინფარასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მათ სოციალურ პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2019 წლის 20 ნოემბერს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეთხუთმეტე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 36 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 5800 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება.
წყალტუბოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის პარტნიორობით და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ჩართულობით აიპ სამშენებლო კოლეჯმა "კონსტრუქტ 2" აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თეონა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კოლეჯში სწავლა უფასოა და სამშენებლო მიმართულების მოკლევადიაანი მომზადების პროგრამები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე ანაზღაურებადი პრაქტიკის კომპონენტს. წარმატებული კურსდამთავრებულები "m2" -ის უძრავი ქონების "შვილობილი კომპანიის ბკ კონსტრაქშენის" მშენევბლობაზე საქმდებიან.
კოლექჯის მიზანია მომზადების პროგრამებში ჩართონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული კადრები სამშენებლო კომპანიაში დასაქმებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ნანა გოგოხია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარი ზაქარაია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.
წყალტუბოს რაიონის სოფ. გუმბრინის სკოლას, გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა. შეკრებილებმა ისაუბრეს გოჩა წულაიას საბრძოლო პოზიციებზე გამოჩენილ გმირობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაცვის საქმეში შეტანილ წვლილზე. გუმბრინის სკოლის აღსაზრდელებმა გოჩა წულაიას ხსოვნისადმი მიღძვნილი ღონისძიება წარმოადგინეს და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი.
მოწვეულმა სტუმრებმა ომში გმირულად დაღუპულის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. რუსლან აბაშიძე ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგოსაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს შალვა მშვილდაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალურ და სოციალურ პროგრამებში დევნილთა ჩართულობის საკითხებზე.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნუნუ ჩაბრავა მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ის ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო დევნილთა პრობლემებს და იმსჯელეს მათი ერთობლივად მოგვარების გზებზე. რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ხონის #2 ბაგა-ბაღში და #4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც დევნილ ბავშვებს მოემსახურება.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.
დღეს, ქუთაისში, საერთაშორისო ორგანიზაცია "Hilfswerk Internacional" თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ასოციაცია "თანხმობა" და "მეწარმე ქალთა ფონდთან" ერთად, პროექტის "ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯოლდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მატერიალური მარდაჭერის პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს იდეები. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტო და ითვალისწინებს იმერეთის რეგიონის პრობაციონერებისა და ყოფილი მსჯავრდებულების რეინტეგრაციას საზოგადოებასა და დასაქმების ბაზარზე. გამოვლენილ 9 გამარჯვებულ ბიზნეს იდეას შორის, ერთი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეა. გამარჯვებულ ბენეფიციარებს გადაეცათ სერთიფიკატები და ბიზნესის განხორციელებისათვის შეძენილი ინვენტარი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, მათ შორის იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი.
2019 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და კოდორის (აჟარის მუნიციპალიტეტი) გამგებელი ლაშა მარგიანი. ისინი ადგილზე გაეცნენ ხარებავას #52-ში განთავსებულ ობიექტზე (ყოფილი სამხედრო ლიცეუმი) არსებულ პრობლემას, რაც კორპუსის სარდაფში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და ფეკალური მასების ამოტუმბვას გულისხმობს. მათ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად პრობლემის ერთობლივად მოგვარებისა და გადაჭრის გზები დასახეს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" პარტნიორობით, 2019 წლის 1-2 ნოემბერს წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის კოლექტიური ცენტრების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ტრენინგზე (ტრენერები - ნანა გოგოხია, ირაკლი წულაია) ისაუბრეს კოლექტიურ ცენტრებში არსებულ ბრობლემებზე და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შედგა "საქართველოს კანონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" (კანონის ადაპტირებული ვერსია) განხილვა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე; იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/ რ მინისტრი დავით ფაცაცია; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2019 წლის 5 ოქტომბერს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ -ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
2019 წლის 8 აგვისტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ლანჩხუთში, გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
წარმომადგენლობა კვლავ აგრძელებს შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან მათთვის პრობლემატური საკითხების მოკვლევისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. ამჟამად, წარმომადგენლობა იმყოფებოდა და შეხვდა ბაღდათსა და კოპიტნარში მცხოვრებ დევნილებს.