მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/ახალი ამბები
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ახალი ამბები

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალზე იმყოფებოდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და სამსახურის თანამშრომლები. ასევე,  ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე მიხეილ (გოგი) ჯანელიძე, ა/ო „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი  კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა - შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის არმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას.

კომისიას ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ჯანრი უბირია. სხდომაზე განიხილეს 33 ვეტერანის სტატუსის მაძიებლის საქმე მათ შორის 17 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

სხდომის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ვეტერანთა წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები, სამსახურის ხელმძღვანელებმა გასცეს გარკვეული განმარტებები და უპასუხეს ვეტერანთა წარმომადგენლების შეკითხვებს.

2017 წლის 9 აგვისტოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში უკვე მეორედ შედგა შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე  წარმადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამისტროს მიერ დადგენილი კატეგორიის მქონე დევნილთათავის, უფასო მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ამხანაგობების თავმჯდომარეებმა წამოწიეს ის პრობლემები, რომელიც შესაბამის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დგას. პრობლემები არის როგორც საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხასიათის, ასევე, მოიცავს ამხანაგობებსა და მერიასთან უთიერთობის ხარვეზებს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჩაინიშნა და კონტროლზე აიყვანა მათი გადაწყვეტის საკითხი.

შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 6 სექტემბერს

2017 წლის 3 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში განსახლებულ (ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთ  პირს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროსი თეიმურაზ კუხალაშვილი ესწრებოდნენ.

2017 წლის 17-18 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების მიმდინარეობისას სამედიცინო გამოკვლევებს შემოუერთდა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო“, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება შემდგომში  მსგავსი გამოკვლევების ჩატარების თობაზე. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 25-26 ივლისს, იმერეთის , გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რებიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ“ ქ. ქუთაისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, კერძოდ: ლესელიძის #1 სასტუმრო „ხვამლი“; ლესელიძის #3 ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; ავტომშენებლის #41 „აერტოპორტის ადმინისტრაციული შენობა“, თაბუკაშვილის #98 „ყოფილი სააფთიაქო სამმართველო“ ჩაატარა სკრინინგი  „ც-ჰეპატიტსა“ და „აივ“ ვირუსზე. წარმომადგენლობის მხრიდან გამოკვლევას ორგანიზებას უწევდნენ წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი. სკრინინგი კვლავ გაგრძელდება წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით.

2017 წლის 26 ივნისს, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ  და   ჯუმბერ ბოიკომ   მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას და მათი განსახლებისა და საქმიანობის ადგილებში ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია ესწრებოდნენ. შევედრას ასევე ესწრებოდნენ ,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.  სტუმრებმა   „ბიზნესინკუბატორის" ტერიტორიაზე  განლაგებული და მოქმედი საწარმოები დაათვალიერეს.

2017 წლის 24 ივნისს ქ. ბათუმში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნითი კონცერტი ზუგდიდში გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები. სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017 წლის 24 ივნისს ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.  აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

2017 წლის 20 ივნისს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” - ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.  ტრენინგი ჩაატარა - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თამარ ფაჩულიამ  ფონდი „აფხაზინტერკონტის“ თანამშრომელ პაატა შარაშენიძესთან ერთად. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები  და საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების მენეჯერი ნოდარ ჯიქია. ტრენინგზე ვრცლად ისაუბრეს 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან. აღინიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. თავდაპირველად მსმენელები გაეცნენ საჯარო სამსახურის არსს, ცნებებსა და პრინციპებს. შემდეგ  კი დრო დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები უკვე მეორე წელია წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის სულიერ გზას ფეხით გადიან. ფეხით მსვლელობა 2017 წლის 1 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და 21 მაისს  ენგურის ხიდზე დასრულდება.  23 მაისს კი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ფეხით მოსიარულე მღვდელმსახურები, ბერები, მორჩილები წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის  და სხვა წმინდანთა ხატებს მოაბრძანებენ.  იმერეთის რეგიონში ისინი ჭიათურიდან შემობრძანდნენ. 11 მაისს, 5 საათზე ჭიათურის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინეს, სადაც იმყოფებოდა ადგილობრივი და ჭიათურაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. ასევე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში  აფხაზეთის ა/რმთავრობის წარმომადგენლობის თანაშრომლები, რომლებიც სპეციალურად მათ დასახვედრად გაემართნენ ჭიათურაში. 14 მაისს, 5 საათზე, ქ. ქუთაისში, წმინდა სვიმონ კანანაელის სახელობის ტაძარში კვლავ გაიმართა ლოცვა. მომლოცველებს ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ სუბელიანმა უმასპინძლა. ლოცვას დაესწრო ქუთაისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და  თანაშრომლები. 15 მაისს მათ გზა განაგრძეს სამტრედიის მიმართულებით და სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ აბაშაში გადაინაცვლეს.

2017 წლის 28 აპრილს წარმომადგენლობამ წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა, მესამე შესახვევი, ელექრტომეურნეობა) მცხოვრები მახარობლიძეების მრავალშვილიანი დევნილი ოჯახი მოინახულა. ბავშვები დედამ მიატოვა, რის გამოც  ხუთ არასრულწლოვან შვილზე  მზურნველობა ბავშვების მამასა და ხანდაზმულ ბებიას აქვს აღებული. ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არის მძიმე საყოფაცხოვრებო და ეკონომიურ პირობებში.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ქალაქის მაჟორიტართან ერთად, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ, წარმომადგენლობის თანამშრომელთა ფინანსური მხარდაჭერით, მოინახულა ოჯახი და გადასცა სურსათ-სანოვაგე.    

2017 წლის 21 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამუშაო ვიზიტით აჭარასა და იმერეთის რეგიონში  იმყოფებოდა.  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისში იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ღვაწლის შესახებ საქართველოს უახლეს ისტორიაში და  გადასცა წიგნები „მომავლისათვის მარადისობაში“, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სხოვნის უკვდავსაყოფად შეიქმნა და გამოიცა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, დევნილთა სამსახურის უფროსი  ბადრი კობალაძე, ვეტერანთა სამსახურის უფროსი  გიორგი ქაშიბაძე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

საღამოს 16 საათზე, ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრა გაგრძელდა ქ. ქუთასიში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, აფხაზეთის ვეტერანთა სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის დევნილთა სკოლების დირექტორები, ქუთაისის დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ნინო ქასრაშვილი, საიასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიში აფხაზეთის მთავრობის 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ  ვიდეორგოლის სახით წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, რომლის დასრულებისთანავე წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს  წიგნები გადასცა.

2017 წლის 21 აპრილს იმერეთის, გურიის, რჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და  აჭარის ავტნომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მოადგილესა და სამსახურის უფროსებთან სამუშაო ვითარებაში შეხვედრისას, წარმოადგინეს ანგარიში დევნილთა დეპარტამენტის მიერ პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ და დასახეს მომავალი სამუშაო გეგმები.

2017 წლის 27 მარტს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოამდგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, რომლებმაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროს თეიმურაზ კუხალაშვილთან ერთად, დაათვალიერეს  წყალტუბოში მიმდინარე მშენებარე ობიექტი და გაესაუბრნენ იქ მომუშავე დევნილებს და სამუშაოს მწარმოებლებს, რის შემდეგაც,  შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კ.კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.