- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
სამოქმედო რეგიონში განთავსებულ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, რომელის მიზანს დევნილთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრის ხელშეწყობა წარმოადგენს, იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 1 მარტს შეხვდა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.
პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და თანმხლებმა თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია და ბეჭდური მასალა იმ სერვისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების პროგრამებით და რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ დევნილმა ბენეფიციარებმა. მოისმინეს და ადგილზე შეისწავლეს ის პრობლემები, რომლებიც მათი განსახლების ობიექტებში არსებობს. ძირითადად ისინი კომუნალური ხასიათისაა და ზოგიერთი მათგანის გამოსწორება შესაძლებელია წარმომადგენლობის რესურსებით. არის ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც სხვა წყაროების მოზიდვით უნდა მოგვარდეს, რაზედაც მოქალაქეებს მიეცათ შესაბამისი განმარტებები და რეკომენდაციები. ასევე კომპეტენციის ფარგლებში გაეცა პასუხები დევნილთათვის საინტერესო შეკითხვებს.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტები გიგლა მერცხულავა და ირინე წიფიანი სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში შეხვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში იგპ-თა ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.
მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მათ მიეწოდათ ინფორმაციები იმ სერვისებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2017 წლის სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მთავრობისა დაწარმომადგენლობის ბიუჯეტებით. ჩასახლებების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებსა და თემის ლიდერებს გადაეცათ ნაბეჭდი საინფორმაციო მასალებიც. კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და გაეწიათ კონსულტაციები საინტერესო საკითხებზე.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონში დროებით განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა-მონიტორინგის მიზნით.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს ასეთი შეხვედრა მოეწყო ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებთან. ტრადიციულად მათ მიეწოდათ ინფორმაციები საქართველოს ცენტრალური, დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და ხონისმუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. გადაეცათ სათანადო ნაბეჭდი მასალაც. კომპეტენციის ფარგლებში მიეცათ სათანადო ახსნა -განმარტებები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შესწავლილ იქნა საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა ინდივიდუალური სახის პრობლემები. საინტერესო მსჯელობა გაიმართაიძულებითგადაადგილებულპირთა - დევნილთამიმართ2017-2018 წლებშისახელმწიფოსტრატეგიისგანხორციელებისსამოქმედოგეგმის ირგვლივ. ცალსახად აღინიშნა, რომ რეფორმები გასატარებელია, თუმცა დევნილის შემწეობის მისადაგება მათ საჭიროებებთან მოითხოვს გულმოდგინე შესწავლა-განხილვას, მკაფიო და მისაღები კრიტერიუმების ჩამოყალიბებას და დევნილთა ფართო ფენების ჩართულობას, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დელეგაციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
2017 წლის 10 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, შეხვდა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.
შეხვედრებზე მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაციები და გადაეცათ სათანადო ნაბეჭდი მასალა საქართველოს ცენტრალური, დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. შესწავლილ იქნა საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა ინდივიდუალური სახის პრობლემები. კომპეტენციის ფარგლებში დევნილებს მიეცათ სათანადო განმარტებები და რეკომენდაციები მათი მოგვარებისათვის, გაეცათ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებს.
ვიზიტისას მოეწყო წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა (ზაზა ჩაჩავა) და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელის (არჩილ გოგსაძე) შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა, კომპეტენციის ფარგლებში, დასახეს მომავალი თანამშრომლობის გზები დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის საქმეში.
ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფორმატით, წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმისა და განრიგის შესაბამისად წარმომადგენლობა კვლავ გააგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონებში განთავსებულ დევნილ მოსახლეობასთან.
13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა. ბავშვებს 2017 წლის დადგომა მოულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებამ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჭინჭრაქა“.
ღონისძიებაში, რომლის ორგანიზებაში ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებულმა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ქ. ქუთაისში მოქმედი აფხაზეთის, N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა.
დანიურმა ფონდმა "დანიდამ" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "ბიზნესკონტრაქტისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, საგრანტო პროგრამა IFAD-ის პროექტთან ერთად განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამოიყოფა მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე, რაც დამატებით სტიმულს შექმნის აგრობიზნესის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ სფეროთი დაინტერესების მიზნით.
2016 წლის 12 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში ქალაქის დღესასწაული - „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, ყვავილებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების, გამოფენა. ბაღებმა და სკოლებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ცეკვის სტუდიამ და სამუსიკო სკოლამ საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისშიებაში აქტიურად ჩართული იყო ქალაქში მცხოვრები დევნილი საზოგადოება, ბავშვები, რომლებიც ღონისძებებში იღებდნენ მონაწილეობას. სპეციალურად მოწყობილ აფხაზეთის ფაცხაში გამოფენილი იყო დევნილ ბავშვთა ნამუშევრები, მსურველებს შეეძლოთ მეგრული კერძების დაგემოვნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით ქ. ქუთაისში, წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში, დილის 11 საათზე, ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანი) ჩაატარა გენოციდის მსხვერპლთა მოსახსენიებელი პარაკლისი, რომელსაც დაესწრო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია, შოთა ხეცურიანი და ნუგზარ მგალობლიშვილი, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი, ოფიცრები და კურსანტები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, დევნილი საზოგადოება.
11 საათზე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად გადაიხადა პარაკლისი, ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რატიელ ხეჩიკაშვილი, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქის მერიის, რეგიონის ვეტერანთა დეპატრამენტის ხელმძღვანელი პირები, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, ლტოლვლთა და განსახლების სამმართველოს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი ზაზა კეკელია და ლიცეუმის კურსანტები.
არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილთა პოლიკლინიკა, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და გაიხსენენს 23 წლის წინანდელი 27 სექტემბრის ტრაგედია და პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთ ხსოვნას.
მიმდინარე წელს, წყალტუბოში, იმ ადგილას, სადაც წლებია საზოგადოება იკრიბება 9 აპრილსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად, გაკეთდა ახალი მემორიალი. 27 სექტემბერს მოხდა მემრიალის გახსნა, პარაკლისი ჩაატარა წყალტუბოს ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (ხარაბაძე). ღონისძიება დაიწყო 11 საათზე. მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი.
მემორიალთან შეიკრიბა ქალაქის თვითმმართველობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. წარმოადგინეს თეატრალიზებული წარმოდგენა, წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე.
ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე 12:30 საათზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. გვირგვინით შეამკეს მემორიალი.
მემორიალზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, პატივი მიაგო საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს. იქვე გაესაუბრა დამსწრე დევნილ მოქალაქეებს მოისმინა მათი პრობლემები და აღუქვა დახმარება. საღამოს 6 საათზე კი დაესწრო აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო“, რომელიც ჩატარდა ხონის თეატრში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი ბ-ნი დ. ჯაიანი.
27 სექტემბერი აღინიშნა ქ. ქუთაისის დევნილთა სკოლებშიც. 12 საათზე სკოლის ეზოებში მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ტეატრალიზებული წარმოდგენა აფხაზეთზე, ასევე, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საკუთარი ნოველები აფხაზეთზე.
2016 წლის 23 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სასტუმრო „პრომეთეში“ ა/ო „აფხაზინტერკონტი“ მოაწყო მრგვალ მაგიდას, რომელიც დაეთმო წყალტუბოში კვლევებით გამოვლენილ დევნილთა სოციალური პრობლემების განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.
2016 წლის 22 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროგრამის „დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლობები