- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
1993 წლის 16 მარტს სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბათუმში, ჟიული შარტავას ბიუსტთან, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ გმირულად დაღუპული მებრძოლების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შეკრებილებმა 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, თანამშრომლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა წარმომადგენლობის თანამშრომელი, აფხაზეთის საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, გაგრიდან დევნილი, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, რამინ ვალიკოს ძე კიზირია და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
გამოსვენება - ხუთშაბათს, 8 მარტს, 3 საათზე.
მისამართი - ქუთაისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. N 58, ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ბ)
15 თებერვალს აჭარაში, ქ. ბათუმში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 29 წლისთავი აღინიშნა. ომის ვეტერანებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ბათუმის მერიისა და მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბათუმში, მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. ვეტერანებმა თვითმართველობისგან დაპირება მიიღეს, რომ წლის ბოლომდე ჟიული შარტავას ხეივანში მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდება. 1979-1989 წლეებში ავღანეთში 5000-მდე ქართველი მებრძოლი იბრძოდა და მათგან 149 ჯარისკაცი დაიღუპა.
2018 წლის 14 თებერვალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიასა და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების შეხვედრა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე, გააცნო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
იმერეთის, გურიის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ- ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ წარმოადგინა პრეზენტაცია დევნილთა პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ. მან ისაუბრა იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების შესახებ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამასთან დაკავშირებით,ასევე, ისაუბრეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ.
2018 წლის 13 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
2018 წლის 8 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინესდევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისი, გუმათის მარცხენა დასახლება, ყოფილი გუმათის #2-ე სკოლა პანსიონატში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა შენობის ფოიესა და კიბის უჯრედების ფანჯრებში მინის ჩასმა. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა 2017 წლის 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაეშვა სახელმწიფო დროშები. ტრაგედიის ადგილი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ქ.ქუთაისი, სოხუმის ქ.#13 I ჩიხი, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა შენობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული არსებული წყლის ავზიდან კორპუსებში წყლის მიმწოდებელი ტუმბო შეიცვალოს. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შესადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა.
იხ. ფოტომასალა
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სახურავი ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში საცხოვრებელი ფართები იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის სახურავის დაახლოებით 20 მ/კვ ახლით შეცვლა, რომლის ღირებულება შეადგენს 794,40 ლარი (შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სადარბაზოს შესასვლელი არ არის გადახურული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში სადარბაზო იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის სადარბაზოების შესასვლელის გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 788,55 ლარს (შვიდასოთხმოცდარვა ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა.
იხ. ფოტომასალა
რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი დაწესდა როგორც აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე. საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დღესთან დაკავშირებით, იმ ქალაქებში, სადაც დევნილები მასობრივად არიან ჩასახლებული, გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობის საკურატორო რეგიონის რამოდენიმე ქალაქში, კერძოდ, ბათუმში, ხონსა და ქუთაისში ეს დღე პარაკლისით აღინიშნა.
ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპლთა სულებს პატივი მიაგეს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ომარ მახარაძემ. ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სამინისტროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ქაშიბაძე, წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლები ინვერ ფირცხელავა და ნანა ჭანტურია, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.
სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად საკურატორო რეგიონის რიგ ქალაქებში ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ასევე, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. დღესვე , ცნობილი გახდა , რომ თვითმმართველობაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ახალი მემორიალის დადგმაზე მუშაობენ. მაკეტებს დღეს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და საზოგადოება გაეცნო.
ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე შეიკრიბა ქალაქის თვითმმართველობის წევრები, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პარლამენტის წევრები, ქალაქის მერი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და ვეტერანები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი და კურსანტები,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. მათ გვირგვინი შეამკეთ მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანმა)პარაკლისი გადაიხადა.
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ.#21, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული წყლის ავზი, რომლის ახლოსაც გადის დენის სადენები. პრობლემისშესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზის შემოღობვა და გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 729,14 ლარს (შვიდასოცდაცხრა ლარი და თოთხმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ წყლის ავზის გადახურვა-შემოღობვა დაფინანსდა და მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა.
იხ. ფოტომასალა