
ახალი ამბები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში, ცნობილი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს“ გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ ქართული ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები: ელდარ გეწაძე, დიმიტრი ჯაიანი, ჯემალ სეფიაშვილი, გენო ნადირაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ვაჟა აზარაშვილი, თემურ შალვაძე, ციალა მესხია, ანა ქაშიბაძე, ლაშა ახალაური და სხვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აგრეთვე შოთა ნიშნიანიძის მეუღლე თამარ ჩიჯავაძე და შვილი ნათია ნიშნიანიძე.


პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საგანმანათლებლო ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.
პროექტის გამარჯვებული აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ტორუა გახდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ასევე ამავე სამინისტროს თანამშრომლები, პედაგოგები და მოსწავლეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
პროექტის მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. შსს აკადემია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.


22-23 აპრილს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით, კახეთის რეგიონში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), განხორციელდა უფასო სამედიცინო გასინჯვები.
სულ გაისინჯა 200- მდე ბენეფიციარი. სამედიცინო გამოკვლევები საგარეჯოში დევნილებს საკუთარ ჩასახლებაში ჩაუტარდათ, რამაც ხელი შეუწყო გამოკვლევების ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.
დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ულტრასონოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია) ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.


შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ტურნირი ილია ვეკუას თასი პროგრამირებაში ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სანკ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვინიცას ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამისტთა გუნდები და პროგრამისტები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი ზაალ ქორთუა ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის პრიზი ქართველ პროგრამისტს გიორგი საღინაძეს გადასცა.


ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული მომზადების ცენტრმა ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩაატარა.
ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ჭადრაკის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გალის რაიონის სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.
დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია დაესწრო აფხაზეთის თასის გათამაშებას ამპუტანტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში. მასში დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება იმერეთის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა.
თასის გათამაშება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდები პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში მდებარე ბიზნეს ინკუბატორსა და სასათბურე მეურნეობას ეწვია. მან უკვე განხორციელებული პროექტები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა .
ასევე, ზუგდიდში დევნილთა პოლიკნიკა დაათვალიერა, გაეცნო სამედიცინო მომსახურეობას და ინფორმაცია პოლიკლინიკის დირექტორისგან მიიღო.


გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს 109 წელი შუსრულდებოდა.
ქართველი მათემატიკოსი დაიბადა გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. მან ცხოვრების საინტერესო და წარმატებული გზა განვლო.
ილია ვეკუა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის სემინარი გაიმართა.
სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.. სემინარზე სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ასევე, შეხვედრაზე ბიუჯეტის კანონი, საბიუჯეტო კოდექსი, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.


ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში განაგრძო.
1-დან მე-11 კლასამდე 300-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეძლებენ. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ასევე, მოქმედებს შემოქმედებითი სტუდიები.
სკოლის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდნენ.


კოლხეთის ეროვნულ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტ „კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი საშემოსავლო საქმიანობის მხარდაჭერის მეშვეობით" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიებას დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ფოთში მდებარე ბიზნესის განვითარების ცენტრის მეშვეობით, მხარდაჭერა აღმოუჩინა ქალაქ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, საშემოსავლო საქმიანობის გაღვივებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
ღონისძიებას რუმინეთის ელჩი დუმიტრუ ბადეა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და მათ მიერ მხარდაჭერილი თხუტმეთი ბიზნესის წარმომადგენელი.
პროგრამის მხარდამჭერი და პარტნიორი რუმინეთის საგარაეო საქმეთა სამინისტროა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები.
აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - მაკა სანიკიძე, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - საბა სოსელია, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


კომპოზიტორთა სახლში ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი 2" აფხაზეთიდან დევნილ კომპოზიტორსა და შემსრულებელ ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა.
სკოლის აღსაზრდელებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
საღამოს აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტრუქტურების წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი ლელა უბილავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება სიმღერით „აფხაზეთო, საქართველოს მშვენებავ" დასრულდა.


ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კინოცენტრის „ქართული ფილმი - აფხაზეთი" შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
კინოცენტრი „აფხაზეთი" 2005 წელს დაარსდა და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. კინოცენტრის შემადგენლობაში შედის: ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა"; კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კვალი XXI"; კინოსტუდია „კვალი". კინოცენტრი საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალ „ნიქოზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია, ასევე მუსიკალური ფესტივალის „თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოების" მუდმივი პარტნიორია.
საღამოზე კინოცენტრის მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის პრეზენტაცია გაიმართა და ასევე, კინოცენტრი "აფხაზეთის" განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილ სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში და დევნილთათვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით პროქტების განხორციელების შესაძლებლობები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" კლინიკის ხელმძღვანელს თემურ ხუროძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და დაათვალიერეს კლინიკის ინფრასტრუქტურა.
„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უკვე მრავალი წელია პაციენტებს მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და კვალიფიციური მედპერსონალით ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლინიკებთან, მათ რიცხვს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უახლოეს მომავალში შეემატება.
