აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია ,,საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.

აქციის ფარგლებში, ამჯერად საჩუქრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ასევე წინწყაროსა და ქვემო ბოლნისში ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მიიღეს.

საჩუქრები ბავშვებისთვის ფონდმა ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" უზრუნველყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს.

ქართველი მედიკოსების მიერ განკურნებული აფხაზი ბავშვი, ელარია ბაგათელია, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დაბრუნდა. 6 თვის ჩვილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბავშვთა ახალი კლინიკის ცენტრიდან გააცილეს.

8 დღის ელარია ბაგათელია, გულის მანკითა და სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 2011 წლის 6 ნოემბერს გადმოიყვანეს. ბავშვს ქართველმა ექიმებმა გულის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დროისთვის, აფხაზი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ელარია ბაგათელია, დისტრესსინდრომითა და გულის მანკის დიაგნოზით გაგრის სამშობიარო სახლში დაიბადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბაგათელიას მშობლებმა დახმარების თხოვნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართეს. ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ გაიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ ბავშვებს უმასპინძლა.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. 300-მდე დევნილი მოზარდი სპექტაკლის ,,ოჩოპინტრე" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ  ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად მომავალშიც გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაზები მოინახულეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და  შ.პ.ს ნიკორას", გუდვილის" და კუმისის" მიერ მოწოდებული სურსათი გადასცეს.

აღნიშნული კომპანიები პერმანენტულად თანამშრომლობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც მხარს დაუჭერენ.

ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა ოკუპირებული აფხაზეთი 2009 წელს საკუთარი ნებით დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" და ფონდი „ჰარმონია და მშვიდობის" წარმომადგენლებმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი დაესწრო.

საქაველმოქმედო პროექტი ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული „ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის" მხარდაჭერით განხორციელდა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 11 წლის აფხაზ გოგონას, ჯოენის სახელობის კლინიკაში, გულის ურთულესი ოპერაცია გაუკეთდება. გოგონას ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს.

პაციენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

აფხაზი გოგონა, გულის მანკის დიაგნოზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. ოპერაციის ღირებულებას მთლიანად საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მუხიანის I მ/რ-ის, 175-ე ბაგა-ბაღის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა და დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სააღდგომოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპანია ,,კოდას" მიერ მოწოდებული სურსათი გადაეცათ.

გიორგი ბარამია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ პრობლემებსაც გაეცნო. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 31 ოჯახია ჩასახლებული.

ბავშვებს ფონდის ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ. სააღდგომო საჩუქრები  დევნილთათვის, ასევე, კომპანიებმა ,,ბარამბომ", ,,კოკა-კოლამ", ,,თელიანმა ველმა" და ,,ხარებამ" უზრუნველყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიამ 9 აპრილის მემორიალი მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან, 23 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით  ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.თელავში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ყოფილი გვარდიის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და საჩუქრები გადასცეს. დევნილ ბავშვებს ფონდი ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აქცია ,,საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" უკვე გაიმართა თბილისში, ხაშურში, სურამში, მარნეულსა და ქუთაისში.  მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ისანი-სამგორის რაიონში, შუამთის №8 -ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს მასშტაბური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრნენ. მთავრობის თავმჯდომარე და პირველი ლედი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ მდგომარეობასაც გაეცნენ.

სამედიცინო გასინჯვები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 115-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა გაიარა. დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღეს.

აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული კაპელა ევროპული ტურნედან საქართველოში გრან-პრით დაბრუნდა.

ახალგაზრდულმა კაპელამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, 27-30 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსში ,,მონსერატის ოქროს ხმები" და გრან-პრის მფლობელი გახდა.

აფხაზეთის კაპელას ევროპული ტურნე 13 მარტს დაიწყო საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურების" ფარგლებში, რომელიც ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის, გიული ალასანიას ინიციატივით ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. ფესტივალ ,,ჩვენებურებს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.

კონცერტებზე, რომელთაც ევროპელი მსმენელი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ, შესრულდა თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები.

პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ექსკურსიაზე კახეთში გაემგზავრნენ. 40-მდე ექსკურსანტი ბავშვიდან 10 ეთნიკურად აფხაზია. ბავშვები წმ. ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერს მოილოცავენ და ქ.სიღნაღს მოინახულებენ.

მოზარდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის  წარმომადგენლებმა გააცილეს.

საქართველოს პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქუთაისში დასაქმების ცენტრის, ბიზნეს ინკუბატორის, ამოქმედების ორგანიზაციული გეგმისა და მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, არსამთავრობო და ბიზნეს სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებისა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა ინოვაციური გზების გამოყენებით.

28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ქართული მხარე, ტრადიციულად, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის, იქ საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობის, მიმდინარე ინცინდენტების პრევენციისა და დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნის საკითხებს დასვამს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე დაისმება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა იქნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.

80-მდე მოზარდი თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,მახინჯი" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი სახის აქციები პერმანენტულად იმართება.