აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
"ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეს ეხებოდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე იმ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლიტვის საელჩოს შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარულ პროექტებზე თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრატეგიას ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით''.
"ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ლიტვის ელჩმა ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
იონას პასლაუსკასის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები - ,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ საზღვარს იქეთ დარჩენილი ადამიანებისათვის შეიძლება განახორციელოს. პროექტები მიმართულია სამედიცინო, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობისაკენ. პერსპექტივა რეალურია და ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ''.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა.
შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა.
დღეს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კომპანია „ნიკორა"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მთავარი მიზანი დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა გახლავთ.
დევნილებს „ნიკორას" პროდუქციის სასაჩუქრე კალათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია „ნიკორას" წარმომადგენლებმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა აფხაზეთი, საკუთარი ნებით, სამი წლის წინ დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-17 რაუნდი 4 ოქტომბერს შედგება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება იქნება ის მთავარი თემა, რომელსაც ქართული მხარე 4 ოქტომბერს , მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე დააყენებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
მთავრობის წევრებმა დღეს, გლდანის მე-5 მიკრორაიონის 140-ე ბაგა-ბაღში ჩასახლებული, სოციალურად დაუცველი, დევნილები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.
გარდა ამისა, დახმარება აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებსა და აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდებსაც გადაეცათ.
აქციის მხარდამჭერი კომპანიებია: შპს "იფქლი", "კოდა", "მითანა", "ტკბილი ქვეყანა", "კამპა", "ვაზი +".
სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამართა ღონისძიება სახელწოდებით ,,მე მიყვარს აფხაზეთი". რომელიც სიმბოლურად ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდა. ამფითეატრში ქართველები და აფხაზები საღამოს ერთად ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს შედგა აფხაზეთზე შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დათო არჩვაძემ დაწერა, ტექსტი კი ნინო მაჭავარიანმა შექმნა. სიმღერა სოფო ხალვაშმა შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებს და საღამოზე მისულ სტუმრებს თეთრი ყელსახვევი ეკეთათ წარწერით - ,, მე მიყვარს აფხაზეთი". ასევე, გაიმართა ბანერული ფოტოგამოფენა, რომელზეც 1-18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტი იყო გამოსახული, წარწერით- „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი".
განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა. ,, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში მეტად ტრაგიკული დღეა! 18 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ბევრი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. ასი ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი ძირძველი მიწა-აფხაზეთი. დღევანდელი საღამო მიეძღვნა სწორედ იმ მამულიშვილების ხსოვნას, რომლებიც ასე გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს საღამო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ უფროს თაობასთან ერთად შეიკრიბა ახალგაზრდა თაობაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დევნილობაში დაიბადნენ და აფხაზეთი არც უნახავთ , მათში მშობლიური მხარის სიყვარული გენეტიკურადაა ჩადებული. ამაზე მეტყველებს ბანერებზე გამოსახული წარწერა-,, მუდმივი მისამართი-აფხაზეთი". სწორედ ახალგაზრდა თაობის მისწრაფება აფხაზეთში დაბრუნებისკენ, მათი მზადყოფნა აფხაზ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვისა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება" - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანი იყო, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა თაობას, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაეგზავნა აფხაზი თანატოლებისთვის, მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.
ასევე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები 27 სექტემბრის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მათ გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.

27 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას ,, მე მიყვარს აფხაზეთი" , განმუხურში გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში განმუხურის ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყობა ბანერული გამოფენა აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტით ასაკის მიხედვით (1-დან 18 წლამდე), წარწერებით „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი."
სცენაზე განთავსებულ ეკრანზე გაშუქდება აფხაზეთის ომამდელი კადრები, რომლებიც ასახავს აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდს.
ღონისძიების განმავლობაში შესრულდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სიმღერები, წაკითხული იქნება ლექსები აფხაზურ ენაზე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სიტყვით მიმართავს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას.
ღონისძიების მიზანია, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა თაობამ, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაუგზავნოს აფხაზ თანატოლებს, მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.
სამშვიდობო გზავნილი ვიდეო მიმართვის საშუალებით გაშუქდება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქართულ და აფხაზურ ენებზე მიმართავენ თავიანთ თანატოლებს.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდები ცაში აუშვებენ ქაღალდის ფარნებს, რომლებიც იქნება სიმბოლური სამშვიდობო გზავნილები აფხაზეთისათვის.
ღონისძიების მთავარი სიმბოლო იქნება თეთრი ყელსახვევი წარწერით - ,,მე მიყვარს აფხაზეთი".
ღონისძიება ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

დღეს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის გახსნით მიულოცა. სკოლის გახსნას აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრი დალი ხომერიკიც ესწრებოდა.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია „CHF -international"-ის პროგრამა „ბავშვი"-ის ფარგლებში USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულ დონორთა დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს აფხაზეთის №21 და №6 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
სასკოლო ინვენტარი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მოხდა აფხაზეთის საჯარო სკოლების სასკოლო და სპორტული ინვენტარით განახლება.
,,ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა, მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ყველა მოსწავლეს, ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში. ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან,რადგანაც შარშან წარმატებული მოსწავლეების დიდი ნაწილი გალის უკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებიდან იყო. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები გარემონტებულ სკოლაში მეტი მონდომებით გააგრძელებენ სწავლას და კარგი განათლებით შექმნიან ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს" -განაცხადა გიორგი ბარამიამ.
წელს, აფხაზეთის საჯარო სკოლებში 200-ზე მეტი პირველკლასელია, ყველა მათგანს გადაეცემა ნეტ-ბუქი, აგრეთვე 700-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვები საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრნენ.
პროექტის ფარგლებში მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება. მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
ბავშვები საბერძნეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.
დევნილი მოზარდები საქართველოში 3 სექტემბერს დაბრუნდებიან.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 19 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,14 აგვისტო არის ის საბედისწერო დღე, როდესაც დაიწყო ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული, რის შედეგადაც დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 %ოკუპირებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით გმირთა მემორიალთან და პატივს მივაგებთ დაღუპული მეომრების ხსოვნას’’, -განაცხადა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ.