აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის მთვრობის წევრებმა  1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 19 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,14 აგვისტო არის ის საბედისწერო დღე, როდესაც დაიწყო ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში. მთელი მსოფლიოსთვის  ცნობილი გახდა, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ იყო ინსპირირეული, რის შედეგადაც დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 %ოკუპირებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით გმირთა მემორიალთან და პატივს მივაგებთ დაღუპული მეომრების ხსოვნას’’, -განაცხადა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგო.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.

გიორგი ბარამიამ საქართველოში სამი წლის წინ განვითარებული მოვლენები, 90-იან წლების რუსული აგრესია და ეთნოწმენდა შეაფასა. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს რუსული საოკუპაციო პოლიტიკა და დევნილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

,,ჩვენი გმირების სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი ბრძოლა  სრული დეოკუპაციით დამთავრდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ამ მიზანს ემსახურებოდა ქართველი მამულიშვილების თავგანწირვა, ეს იყო მათი ოცნება და ჩვენ ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ მათ მიერ დაწყებული გზა,’’ - განაცხადა გიორგი ბარამიამ. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ საბერძნეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას და პალატის წევრებს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო განიხილეს და  ინვესტიციების შემოდინების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბერძენი ბიზნესმენები საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში პირადად ჩამოვლენ.

,,ჩვენ დეტალურად ავუხსენით, თუ როგორი საინვესტიციო გარემო არსებობს დღეს საქართველოში და რა ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა.  მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩამოყალიბდეს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესდება,’’- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 31 ბავშვი საბერძნეთში  გაემგზავრა. 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხალკიდიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში  არსებულ  საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ. 

ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის  ფარგლებში მათთვისსხვადასხვა სახის ექსკურსია მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. 

ბავშვები ორთაჭალის ავტოსადგურიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. 

გიორგი ბარამიამ კურსდამთავრებულებს  წარმატება მიულოცა და ოქროს და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოვების დასრულების შემდეგ, 2011 წლის 20 წარჩინებული კურსდამთავრებული  2 დღიანი საექსკურსიო ტურით კახეთის რეგიონში გაემგზავრა.

ტურის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების  მოსწავლეების, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების წახალისება, მათი მოტივაციის ამაღლება.

ტური აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს პროექტის „შევიცნოთ სამშობლო მშვიდობიანი მომავლისათვის“ ფარგლებში მოეწყო.

2011 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებს 700–მდე კურსდამთავრებული ჰყავსაქედან –309 ოკუპირებულიზონის (გალის რაიონისმოსწავლეა.

22-23 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ფოთში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ექიმთა ჯგუფმა ჩაატარა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრო.

დევნილებს ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ მიერ მიწოდებული მედიკამენტები გადაეცათ. აქციის ფარგლებში 2–წლამდე ასაკის ბავშვებს პირადი ჰიგიენის ნივთები დაურიგდათ. საჭიროებისამებრ,  ფოთის მერიამ  დევნილები მედიკამენტების შესაძენად 50 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყო.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული ბავშვები  დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდნენ. ბავშვებმა  სასახლის მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი  და სასახლის გუმბათი  დაათვალიერეს. ადმინისტრაცია ბავშვებს ფურშეტით გაუმასპინძლდა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ დევნილ ოჯახს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 1000 ლარი და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. თანხა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

,,ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას და ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება. აფხაზეთის მთავრობამ თითოეულ ოჯახზე 1000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია გამოყო, რომელსაც ამ ეტაპზე დაზარალებული დევნილები პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად გამოიყენებენ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი გიორგი აბესალაშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე იმყოფებოდნენ.

დღეს, გამთენიისას ვანის რაიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 12 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

20 -21 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ზუგდიდში, სოფელ დარჩელსა და ფოცხო-ეწერში ჩასახლებულმა 1500 -ზე მეტმა დევნილმა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა გაიარა. სამედიცინო გასინჯვები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობასაც ჩაუტარდა.

გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის  ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ.

დევნილებს ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ მიერ მიწოდებული მედიკამენტები გადაეცათ. აქციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა