აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ დევნილ ოჯახს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 1000 ლარი და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. თანხა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

,,ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას და ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება. აფხაზეთის მთავრობამ თითოეულ ოჯახზე 1000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია გამოყო, რომელსაც ამ ეტაპზე დაზარალებული დევნილები პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად გამოიყენებენ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი გიორგი აბესალაშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე იმყოფებოდნენ.

დღეს, გამთენიისას ვანის რაიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 12 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

20 -21 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ზუგდიდში, სოფელ დარჩელსა და ფოცხო-ეწერში ჩასახლებულმა 1500 -ზე მეტმა დევნილმა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა გაიარა. სამედიცინო გასინჯვები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობასაც ჩაუტარდა.

გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის  ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ.

დევნილებს ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ მიერ მიწოდებული მედიკამენტები გადაეცათ. აქციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 

აფხაზეთის ა/რ  მთავრობის ეგიდით, 20-23 ივლისს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებისთვის (ზუგდიდი-ენგურქაღალდკომბინატი, დარჩელი, წალენჯიხა - ფოცხოეწერი, ქ. ფოთი)  მრავალპროფილიან სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი ჩაატარებს.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრება.

აქციის ფარგლებში რეგიონში ჩასახლებული დევნილები ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის'' მიერ მიწოდებულ მედიკამენტებს  მიიღებენ. ორ წლამდე ასაკის ბავშვები  შპს ,, ჰუმანა", შპს ,,ჯი სი'' და შპს ,,ალიანსი საქართველოსგან'' ჰიგიენურ ნივთებით, ხოლო შპს ,,ბარამბო'' და შპს ,,ჯიმარტისგან'' ტკბილეულით დასაჩუქრდებიან. საჭიროებისამებრ, დევნილებს  ფოთის მერია  მედიკამენტების შესაძენ ვაუჩერს გადასცემს.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,საქართველომ " უმასპინძლა. 130- მდე  დევნილი მოზარდი სათავგადასავლო ფილმის ,, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" II ნაწილის უფასო კინოჩვენებას დაესწრო. ბავშვებმა მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი  გმირების ახალ თავგადასავლები იხილეს.

წლის განმავლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კინოთეატრ ,,საქართველოს'' თანამშრომლობით 1000-მდე დევნილი მოზარდი არაერთ საპრემიერო კინოჩვენებას დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით პროექტის - "სამშვიდობო ბანაკი - ვაშენოთ სოფელი" ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 37 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა.

მოსწავლეები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ავლაბრის მოედნიდან პირადად გააცილა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ახორცილებს პროექტს ,,სამშვიდობო ბანაკი", რომელიც ახალგაზრდებში სამშვიდობო ხედვებისა და ინიციატივების განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში პოლონეთის მალოპოლსკას საგანმანათლებლო საზოგადებასთან თანამშრომლობით პირველად ხორციელდება. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას პროექტის პარტნიორი ,,თიბისი ბანკი'' უზრუნველყოფს.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით კინოთეატრ ,,რუსთაველში ‘' აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის ფილმის ,,გაღმა ნაპირის" კინოჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას აფხაზი ბავშვები პირველად დაესწრნენ.

საქველმოქმედო აქციაში  100- მდე დევნილმა მოზარდმა  მიიღო მონაწილეობა. ბავშვებისათვის კინოჩვენება კინოთეატრ ,,რუსთაველისა'' და ფილმის რეჟისორის გიორგი ოვაშვილის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გლდანის VI მ/რ-ის №110  ბაგა -ბაღში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის მრავალპროფილიანი სამედიცინო -პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.

,, ბოლო პერიოდში გარკვეული სახის მძიმე დაავადებები გავრცელდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია დევნილთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ყველა კომპაქტურ დასახლებაში, რათა საგანგაშო  სიტუაციის გამოვლენის შემთხვევაში დრულად მოხდეს მათი მკურნალობა'' - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის  ჯანდაცვის სამინისტრომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შპს  ,,ალიანსი საქართველოსთვის'' და  შპს ,,ჯისის''  მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება  - ბავშვთა ჰიგიენური საფენები და ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა.

სტატისტიკური  მონაცემებით ამ კომპაქტურ ჩასახლებაში 25 ოჯახი და 100-მდე ფიზიკური პირია რეგისტრირებული.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდის ,,კეთილი სამარინელი საქართველოში"დაფინანსებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები  დასასვენებლად ბათუმში გაემგზავრნენ.
მოზარდები ათი დღის განმავლობაში გამაჯანსაღებელ ბანაკებში  იცხოვრებენ.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დღეს მხატვრული ფილმის ,,სუპერ 8'' კინოჩვენებას უფასოდ დაესწრო.

,,აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლითაც დევნილ ბავშვებს კიდევ ერთი დღე გავუმრავალფეროვნეთ. დიდ მადლობას ვუხდით კინოთეატრ ,,რუსთაველის" ადმინისტრაციას თანადგომისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სახის თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება'',- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ.