
ახალი ამბები

ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი შემოქმედები, საღამოზე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები, მათ შორის ზესტაფონის მკვიდრნი, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაიღუპნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.


ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი" წარსდგა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold"-ის მიზანია ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.


აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა" პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და მისი ავტორი და წამყვანი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არ დავიწყება"-ს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.


ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიქშიაიში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა ლიტვის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით იმართება და მასში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები - ნერსე ბაცაში, მერაბ ფიფია, ამირან კუპრავა და მერაბ ეფაძე მონაწილეობენ.
გამოფენა 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება 30 დევნილი მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
გამოფენა სახელწოდებით „27 სექტემბერი" სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ეძღვნება.


1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.
გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სტუდენტებს აფხაზეთის რაიონების დასახლებებით სიმბოლური მაისურები ემოსათ.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავები.
90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.


ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.


ქალაქ ზუგდიდში, 23-24 სექტემბერს, დევნილთა ახალ ჩასახლებასა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ „ნ.პატარკაციშვილის სახ. მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობის", კარდიოლოგიური კლინიკა „ადაპტის", თვალის კლინიკა „ახალი მზერა"-ს, კლინიკა „Heirline"-ის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერას", კლინიკა New Hospitals-ის, „კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი,ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, მამოლოგი, უროლოგი, ფლებოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი. ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები (მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), ასევე, ლაბორატორიული კვლევა (გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში) აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
ღონისძიების ფარგლებში ქ.ზუგდიდში ორივე დღეს გაისინჯა 350-მდე მოქალაქე, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 1400-მდე ვიზიტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა.
თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში ომამდე და მის შემდეგ არსებული ვითარების შესახებ. აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის: „მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტის მონაწილე ქართველი, აფხაზი, ოსი ახალგაზრდები და ასევე სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული და აფხაზური სიმღერები, წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის" ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.
კლარა ბერაია 1970-1993 წლებში სოხუმის სამშობიარო სახლში, ბებიაქალის თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მას უმაღლესი კატეგორიის ბებიაქალის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მე-8 სამშობიარო სახლის ექთნად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ საქართველოში მოღვაწეობს. 2010 წელს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციამ კლარა ბერაია ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიებას შპს. „გაგუას კლინიკის" დირექტორი დავით გაგუა და საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ლიტვის ქალაქ ანიქშიაიში დაგეგმილი დევნილი მხატვრების გამოფენის დეტალებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მხატვართა კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
8 ოქტომბრის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ ანიქშიაის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 27 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს და მისი სახელწოდებაა „27 სექტემბერი".


სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი „Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017" საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საერთაშორისო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნასა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.


საქართველოს თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით აკაკი ხორავას მსახიობის სახლში საქართველოს სახალხო არტისიტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა.
დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.
ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა", „ბრძოლა ტახტისათვის", „მარადისობის კანონი", „ზღვა, რომელიც შორია" და სხვ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრალური და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
