აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ქ. ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.

მობილური საგანმანათლებლო სივრცე „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ (ფონდის დირექტორი ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია) დაფინანსებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მოეწყო.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.

საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ლისის ტბის მიდამოებში, ტრადიციული ოლიმპიური გარბენი და სხვა სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა.

ოლიმპიურ გარბენში თბილისისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I, II, III ადგილებზე გასულებს, გოგონებსა და ვაჟებს შორის, შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ოლიმპიური გარბენის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, აფხაზეთის რაგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ცხოვრებაშვილმა.

ქ. ზუგდიდში, დაბა კახათის სტადიონზე, 2011-2012 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა მონაწილეობით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.

ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის, კახათის ბავშვთა ს. კ. „კოლხასა“ და ს.კ „დინამო სოხუმის“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.  

ტურნირის ბოლოს ადგილები ასე გადანაწილდა: 

       2011 წელს დაბადებულთა შორის:  

I ადგილი - „ფოთის კოლხეთი“;  

II ადგილი - „დინამო სოხუმი“;  

III ადგილი - „გოლდენ აკადემია ქუთაისი“.

       2012 წელს დაბადებულთა შორის: 

I ადგილი - კახათის საფეხბურთო სკოლა „კოლხა“; 

II ადგილი - „გოლდენ აკადემია ქუთაისი“;

III ადგილი - „მაღლაკი წყალტუბო“

ტურნირში გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სასწავლო წლის დასრულებასთნ დაკავშირებით, ბორჯომში მდებარე აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ბიბლიოთეკას, საწიგნე ფონდის შესავსებად, კომპანია „ბიბლუსის“ მიერ გადმოცემული წიგნები ჩაუტანა. გარდა ამისა, ეკა ხოფერიამ უკლებლივ ყველა მოსწავლეს საჩუქრად მათ მიერვე არჩეული წიგნი და საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამა წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო კურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და საელჩოს მოხალისე პედაგოგის იასმინ მითაიშვილი-რაისის ჩართულობით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორმა ლია გუმბერიძემ.

26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლის დღის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოს ღირსშესანიშნავი სიმბოლოს - „ჰეიდარ ალიევის ცენტრის“ შენობა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

გარდა ამისა, ანსამბლი „აფხაზეთი“ ქ. ბაქოში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, კულტურული პროგრამის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარსდგა.

30 მაისს, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, აქ წარმოდგენილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის ფონზე, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ კონცერტი გამართა.

ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებულმა ქართული მრავალხმიანი პოლიფონიის შედევრებმა, საგალობლებმა და ინსტრუმენტულმა მუსიკამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა და ქართული ფოლკლორი ერთად - ეს არის გზავნილი, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ზუგდიდში „დისტანციური სწავლების" პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. კომპიუტერები სამინისტროს ამჯერად სწორედ ამ მოსწავლეებისთვის კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ აჩუქეს.

რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია შემდეგ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში გამართულ, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „აფხაზეთის დღე“ საინტერესოდ და მრავალფეროვნად  

ვ. არქანიას არტ-გალერეაში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ (მესამე ნაწილი) მოეწყო. ფოტოგამოფენა „ადამიანები - აფხაზეთიდან, ადამიანები - აფხაზეთში“, თავის დროზე აფხაზეთში მცხოვრები ან უბრალოდ იქ დაბადებული ცნობილი ადამიანების ფოტოებს აერთიანებს.  

ფოტოგამოფენის გმირებთან და სხვა სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის თეატრის დარბაზში შედგა მუსიკალური საღამო, რომელსაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უძღვებოდა. დამსწრეთ ასევე მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.    

იამვე საღამოზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“ მისი დამაარსებლის, საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის, გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა.  

კონცერტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და გოგონათა ფოლკლორული ანსმბლი „გუმბათი“.   

გამოფენას და მოსიკალურ საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.   

17 მაისს ზუგდიდის რ-ნი სოფ. ზედა ეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მოსწავლეებმა ამ ამაღელვებელ დღეს კონცერტი და სამახსოვრო ავტოგრაფსესია მიუძღვნეს.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან ჯონჯუამ.

15 მაისს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას მოუსმინეს.

სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, თეატრების, კაპელას, ანსამბლების საქმიანობას; აფხაზეთის სახელით მოასპარეზე  სპორტული გუნდების და კლუბების დაფინანსებას; სსიპ-ების მუშაობას, მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას და სხვ.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჯემალ გამახარიამ დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა  და აღნიშნა, რომ  კულტურა მათთვის პრიორიტეტებს შორის პრიორიტეტია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. ჩემპიონატში „ეტალონის“ პირველ შესარჩევ ეტაპში გამარჯვებული აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზი გორდულაძე (67 ქულა) გახდა. მან ამ გამარჯვებით 2023 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-2 და მე-3 ადგილები ასევე აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა - ლუკა თოლორდავამ (65 ქულა) და ბაკურ ყალიჩავამ (61 ქულა) დაიკავეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ათეულში გასულ მოსწავლეებს სამინისტროს სიგელები, ხოლო ყველა მონაწილეს „ეტალონის“ დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის II ეტაპის განხორციელებას იწყებს.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%);
  3. 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%);
  4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. 

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 მაისიდან 31  მაისის ჩათვლით.

განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39. 

იხ. ვრცლად: https://bit.ly/3Y3abWc

იხ. განცხადების ბლანკი: https://bit.ly/3QApYbE

აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის აფხაზეთის რეგიონული ტურნირები მინი-ფეხბურთსა და  კალათბურთში გაიმართა. შეჯიბრში აფხაზეთის სკოლები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ზონალურ შეჯიბრში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცა.

აფხაზეთის სკოლები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში, ქ. სენაკში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაში გეზრბენში (ვაჟები, გოგონები) გაიმართა.

შეჯიბრში აფხაზეთის №1, №3, №7, №11 და №14 საჯარო სკოლების გუნდები (ვაჟები, გოგონები) მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ვოვა ვეკუას სახ. აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდებმა (ვაჟები, გოგონები) დაიკავეს, მეორე ადგილზე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი თემურ ბოკუჩავას სახ. აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდებს ერგო.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეჯიბრზე აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის I ეტაპის გამარჯვებულები გამოვლენილია.

შემოსული განცხადებების განხილვის საფუძველზე, ყველაზე მაღალი მოსწრების მქონე 106 წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის II ეტაპისთვის განცხადებების მიღება მაისში გამოცხადდება.