- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.
მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავა გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებთან გაიმართა შეხვედრა და მათ გმირების სახელების უკვდავსაყოფად შექმნილი წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადაეცათ. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნების გადაცემა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, უხეში დარღვევაა და, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.
ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძნებიდან 4 წლის იუბილე გაიმართა, სადაც ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს. საიუბილეო ღონისძიება ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გახსნა, ხოლო გაწეული მუშაობის ანგარიში ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ წარადგინა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფონდის დამფუძნებლებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ანზორ თოთაძემ. ანგარიშში ძირითადი აქცენტები გაკეთდა ფონდის მიერ მომზადებულ სამთავრობო და საკანონმდებლო წინადადებებზე.
ფონდს გამოცემული აქვს 8 წიგნი საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ, აგრეთვე ჩატარებული აქვს დემოგრაფიული კვლევები აფხაზური და ებრაული გენოფონდის, ერის დაბერების დინამიკის შესახებ.
ღონისძიების ბოლოს, დიმიტრი ხუნდაძემ ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს (სამინისტროების წარმომადგენლებს), აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვახტანგ ყოლბაიას, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტს ვაჟა ლორთქიფანიძეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებას, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „რუსთავს“ ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის და გაწეული ქველმოქმედებისთვის.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობა მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ" იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.
აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა" აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და ამ დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის მარტში, წყნეთში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ ჩატარებისათვის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესით“ დადგენილ ფარგლებში საჭირო ღონისძიებები დაიგეგმა.
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გამართა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყო.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ქალი ყოველი არსის გვირგვინი" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მკვიდრი სხვადსხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს, მოკლედ გააცნო აფხაზეთში, კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვაზე. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერაც კვლავ გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს გადაეცათ.
პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ, კერძოდ:
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა;
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა;
- ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა;
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა;
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა;
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა;
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელ დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „დიმიტრი გულია და მისი თანამედროვე აფხაზი პოეტები" გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ, სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული ანსამბლი „დიოსკურია", აგრეთვე ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსებს კითხულობდნენ თბილისის მე-6, 45-ე, 87-ე, 180-ე და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ეთნიკურად აფხაზები მოქალაქეები.
ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ნახევარფინალური ტური გაიმართა.
ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ნახევარფინალურ ტურში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების 31 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც დევნილობაში მყოფი, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლის მოსწავლეები.
ნახევარფინალური ტურის შუალედურ ეტაპზე 9 სკოლა გადავიდა, მათ შორის ერთი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო დასკვნით ეტაპზე სკოლის გუნდებმა მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინეს. აფხაზეთის სკოლის პრეზენტაციამ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და ეს გუნდი რეგიონალური ტურის გამარჯვებული გახდა, რაც მას სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისა და მთავარი პრიზისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" წარმომადგენელმა გამარჯვებულ სკოლას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ნახევარფინალურ ტურს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერაა.