აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშთან ერთად შეაჯამა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორცილებული აგრესიით გამოწვეულ საფრთხეები და ოპოზიციის რადიკალიზაცია.
შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.
„ამავე დროს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმის გამოვლინებითაა დაკავებული, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.
„ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვამაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა“, -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს.
„სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს უპირველესი ინტერესი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
21 თებერვალი გამოჩენილი აფხაზი მწერლის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, თბილისში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში იმყოფებოდა, აკადემია დაათვალიერა და მწვრთნელებისა და ძიუდოისტების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო.
შეხვედრაზე ძიუდოს პრეზიდენტმა კობა გეგიამ აკადემიის სპორტულ მიღწევებზე, სამომავლო პროექტებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ სილაგაძე და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დირექტორებმა სკოლების საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში შეტანილი ცვლილებები და განათლების მიმართულებით მოსწავლეთა მხარდასაჭერად განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
სხდომაზე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად“ წარადგინა.
მომხსენებელმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდების გაძლიერების, პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია გააცნო და კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა.
გაერთიანებული სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ნანა გაბელიასთან, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეხვედრაში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ქრისტინე ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელ დოქტორ სილვიუ დომენტეს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სეზონური ინფექციებისა და სხვა გავრცელებული დაავადებების გახშირებული შემთხვევები განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან ხაზი გაესვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ამ მიზნით სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ იტალიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მთავრობის თავმჯდომარემ იტალიის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.
იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გატარებას.
დღესვე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის მუზეუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების საგვარეულოს საოჯახო არქივი გახსნეს და აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები დაათვალიერეს.
პროექტი „აფხაზური არქივები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთსა და საფრანგეთში არსებული აფხაზი თავადების საარქივო მასალები საქართველოში ჩამოიტანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მედია ცენტრთან „ღია აფხაზეთისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტრმა ეკა წივწივაძემ და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელმა ნინო ჩხეიძემ მოაწერეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული მედია კონტენტის, მარტის თვიდან, კვირაში ორჯერ, ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში გაშვებას. ეთერში გავა, როგორც აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალი ამბები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტივობები. ის მედიაპროექტები, რომლებსაც ცენტრი ორად გაყოფილი საზოგადოების დაახლოებისთვის ამზადებს.
„აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევითა და ჩართულობით, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მონაწილეობით და კერძო ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ თანადგომით ჩვენ ვუბრუნდებით სატელევიზიო სივრცეს და შესაძლებლობა გვექნება, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თემა ამ არხის საშუალებით ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ. მინდა მივულოცო ყველას, პირველ რიგში კი ჩვენ საზოგადოებას, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენ მედია სივრცეში დავბრუნდით!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა ტელეეთერში მაუწყებლობა 2017 წლის ივლისში შეწყვიტა. 7 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რაც ცენტრის პროექტები ტელესივრცეს უბრუნდება. ამჯერად უკვე აფხაზეთის ხმაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.
კონფერენციის მიზანი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფერმერი მეწარმეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იმ მიზნობრივი პროგრამების და პროექტების გაცნობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის პირველად და მეორად წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ძირითადად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე და საშუალო ზომის მეურნეობების წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებული ფერმერები და მეწარმეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკებს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა და განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მთავრობის თავმჯდომარემ სლოვაკეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის.
მატუშ ბუშოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმამართულებით სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ზუზანა პალოშოვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენას, ამ საქმეში ისტორიული კავშირებისა და ქართულ-აფხაზური დიასპორის პოტენციალის მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების მემორიალური დარბაზის გახსნის საკითხი, სადაც დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი, ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფოტოების და პირადი ნივთების განთავსება.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის ბოლოს, პროექტის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ სამუშაო ჯგუფმა წარადგინა პირველი ეტაპის შედეგები, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით, ესპანეთსა და საფრანგეთში განხორციელდა.
შეხვედრაში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯანდიერი და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზედა ეწერისა და წალენჯიხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახები მოინახულა.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაუწია.
ზედა ეწერში ქარმა საბავშვო ბაღის შენობა დააზიანა, რომელშიც აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირებიც ცხოვრობენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ზღვაიას“ დევნილთა ჩასახლებაში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში დაზიანდა ორივე კორპუსის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ხის დაცემის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი რომან გოგოხიას ოჯახი დაზარალდა.