1. სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ აცხადებს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას პროგრამის - „დევნილების ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა“ (კოდი: 18 07 12) - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა (მათ შორის, აგრო-საქმიანობა), მათი მატერიალურ-ტექნიკური მცირე აქტივებით უზრუნველყოფის გზით (მაქსიმუმ 3.000 ლარის ფარგლებში).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს, რომელიც აწარმოებს ან სურს აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა და გააჩნია საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ხელშეკრულება; პროფესიული საქმიანობის სერტიფიკატი და ა.შ. შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა ან ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან.
- აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ან კომპანიას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული, და რომლებსაც არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.
დანართი: სასაქონლო კოდები, რომლებზეც ვრცელდება გამოცხადებული პროგრამა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და იქ მითითებული დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოთ მ.წ. 15 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: საქართველო, თბილისი, თამარაშვილის 15ა (სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“) ან ელექტრონულ მისამართზე: programsandservices2021@gmail.com საკონტაკტო ნომრები: 579113897 თეა კვარაცხელია; ჯანო ქირთბაია: 599855369.
2. სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ აცხადებს განაცხადებების მიღებას და მათ გადარჩევას პროგრამის - „დევნილების კოლექტიურ ცენტრებში დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება“ (კოდი: 18 07 13) - ფარგლებში, რომლის მიზანია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების დასაქმების ხელშეწყობა, მცირე ეკონომიკური ობიექტების მხარდაჭერის გზით (სასაქონლო ან მომსახურეობის აქტივით, მაქსიმუმ 3000 ლარის ფარგლებში).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს, რომელიც აწარმოებს ან სურს აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა დევნილების კოლექტიურ ცენტრებში და გააჩნია საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ხელშეკრულება; პროფესიული საქმიანობის სერტიფიკატი და ა.შ. შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა ან ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან.
- აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ან კომპანიას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული, და რომლებსაც არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება, და რომლებიც აწარმოებენ ან სურთ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა დევნილების კოლექტიურ ცენტრებში.
დანართი: სასაქონლო კოდები, რომლებზეც ვრცელდება გამოცხადებული პროგრამა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და იქ მითითებული დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოთ მ.წ. 15 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: საქართველო, თბილისი, თამარაშვილის 15ა (სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“) ან ელექტრონულ მისამართზე: programsandservices2021@gmail.com საკონტაკტო ნომრები: 579113897 თეა კვარაცხელია; ჯანო ქირთბაია: 599855369.
3. სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ აცხადებს განაცხადების მიღებასა და მათ გადარჩევას პროგრამის - „მდ. ენგურის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეზე მცხოვრებ დევნილ ფერმერთა შემოსავლების ზრდის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 18 07 18) - ფარგლებში, რომლის მიზანია ზუგდიდის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილთა ფიზიკური პირების (ან/და იურიდიულ პირების) და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა, მათი მრავალწლიანი ნერგებით (კაკლოვანი და კურკოვანი) უზრუნველყოფისა და პოპულარიზაციის გზით.
- პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- ზუგდიდის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს (ან/და იურიდიულ პირს) და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ესაჭიროება მრავალწლიანი ნერგებით (კაკლოვავანი და კურკოვანი) უზრუნველყოფა.