აფხაზეთის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრ" ვიაჩესლავ ჩირიკბასა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი გამოეხმაურა.
კომენტარი
ფილიპ ლეფორი: „ევროკავშირი მხარს უჭერს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".
ვიაჩესლავ ჩირიკბა: „არ არსებობს სამუდამო მტერი, ჩვენ შერიგების გზები უნდა გამოვნახოთ".
„ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო იყო კომენტარი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „საგარეო საქმეთა მინისტრმა" ვიაჩესლავ ჩირიკბამ ფილიპ ლეფორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მუშაობა დაასრულა და ამავე დროს იყო ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეც.
პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და რაღა თქმა უნდა, თავად აფხაზებისთვისაც. როდესაც დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს რომ: „იმედი ყოველთვის უნდა იყოს, რადგან არ არსებობს მარადიული მტერი. არის ვითარებები, ისინი იცვლება და ჩვენც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა. თავისით არაფერი კეთდება, მარტივი გზები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი საშინელი კონფლიქტისა და ომის შემდეგ".
არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო, ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ჩვენი პოლიტიკის არსიც სწორედ აქეთკენაა მიმართული: „დიახ არ არსებობს მარადიული მტერი, არის გარემოებები, რომელიც იცვლება, ჩვეც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა".
თუ ეს სიტყვები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რეალურ პოლიტიკურ ნებად იქცევა, დაახლოების, შერიგების და ნდობის აღდგენის გზები აუცილებლად გამოინახება. პირდაპირი დიალოგის, სახალხო დიპლომატიის ფორმატს ალბათ რთულია ალტერნატივა მოუნახო. ამ ფორმატებში მუშაობა ორივე მხარისთვის უფრო პროდუქტიული და თანმიმდევრული იქნება. ბუნებრივია, ჟენევის დისკუსიებსაც დიდი როლი ენიჭება. დარწმუნებული ვარ, დროთა მანძილზე ეს შეხვედრები უფრო მოქნილი გახდება და გარდატეხას შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში. ეს კი გაგვიყვანს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთმომგებიანი დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და, რაც მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობების გზაზე."
რუსულ გამოცემა „რუსეთიგლობალურპოლიტიკაში“ საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი გამოქვეყნდა სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი: ჩიხიდანგამოსვლისძიებანი“. გთავაზობთამონარიდებსწერილიდან.
„დღევანდელიევროპაარარისიდეალური, მაგრამსადარისუკეთესი? მე-18 საუკუნეში, როცასაქართველოცდილობდა, მოეპოვებინაერთმორწმუნერუსეთისმფარველობა, ჩემიწინაპრებიმასევროპულძალადდაევროპაშიხიდადმოიაზრებდნენ. 1918-1921 წლებშისაქართველოსჰქონდაწარუმატებელიმცდელობა, გამხდარიყოგანათლებულიევროპისწევრი. ვიზიარებრუსისწავლულებისაზრს, რომმოსკოვმადღევანდელკონტექსტშიარუნდააირჩიოსსაქართველო-ევროპასშორისკედლისფუნქცია. ესდიდიშეცდომადაწინდაუხედაობაიქნებოდა. დაპირიქით: მოსკოვისმხარდაჭერაევროპულისაქართველოსმშენებლობაშიდიდწილადგაამყარებდამისავტორიტეტს, გახდებოდამნიშვნელოვანიფაქტორისტაბილურიდამშვიდობიანისამხრეთკავკასიისშექმნაში“.
„საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ვიცით, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქართული კულტურისადმი რუსეთშიც. ჩვენი კულტურების ერთმანეთში გაცვლის შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება და ამაზე ბევრიც დაწერილა. მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენას აღვნიშნავ – თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი მოსკოვში, საზღვარგარეთ არსებულ საუკეთესო რუსულ თეატრად სცნეს. თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებშიც კი ინარჩუნებდნენ ერთმანეთს შორის კონტაქტებს. სწრაფად ცვალებადი სამყარო და საერთო გამოწვევები არასტანდარტულ მიდგომებს ითხოვს. როცა ინტერესები თავსებადია, შეთანხმება ბევრ რამეზე შეიძლება“, - წერსირაკლი ღარიბაშვილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან შონიას შეხვდა.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან შონიამ დევნილთა სოციალურ-ეკონომიური საკითხების გაუმჯობესებაზე, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ასევე, გაცვალეს ინფორმაციები დევნილთა მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
სახელგანთქმული მეცნიერი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
მწუხარებას გამოვხატავთ დიდი მეცნიერის გარდაცვალების გამო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჯუმბერ ლომინაძის სახელი და საქმენი.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი, „ვეფხისა და მოყმის ბალადა“, გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინციატივით აფხაზეთიდან დევნილები დაესწრნენ.
სპექტაკლზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც.
მაყურებლები დალოცა მეუფე ესაიამ. დევნილებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მინისტრმა ლელა გულედანმა. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ სპექტაკლს ესწრებოდნენ დევნილები შიდა ქართლიდან, მათ შორის ნიქოზიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოიწვია. და რომ, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დარბაზში ერთად ყოფნა საქართველოს ერთიანობის იმედის გაძლიერებას ნიშნავს.
სპექტაკლი ჟიული შარტავასდაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილისაიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები „პრივატბანკთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, შეხვდნენ ბანკის წარმომადგენლებს.
ბანკის საკადრო მიმართულებაზე ისაუბრა კადრების სამსახურის უფროსმა და წარმოადგინა საპრეზენტაციო მასალა. ითქვა, რომ კადრების შერჩევის კრიტერიუმი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.
აფხაზეთიდან დევნილთა შრომითი მოწყობის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, სოხუმის უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან ბანკის წარმომადგენლების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმებისათვის, საკადრო სარეზერვო ჯგუფის შექმნისა და სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფისათვის. გამოთქვა იმედი, რომ ის ფორმები და მეთოდები, რაც დანერგილია საბანკო სისტემაში, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების პროგრამა „პრომეთე“, ხელმისაწვდომი გახდება დევნილი ახალგაზრდობისათვის და მეტი შესაძლებლობა იქნება მათი დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის.
საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც შეისწავლის ორივე მხარე და ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა"-ს ეწვივნენ.
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და კავშირის წევრებს შეხვდა და საზოგადოება „ჰერა"-ს სამუშაო გარემოს გაეცნო.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ბავშვების საჩუქრებზე კომპანებამ „კოკა-კოლა", „სანტე", „ტკბილი ქვეყანა" და „სმარტ-დისტრიბუშენ"-მა იზრუნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შეხვდა, მიულოცა სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები, უსურვა ჯანმრთელობა და აფხაზეთში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომელთაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვაღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.
2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება",„ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი".
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის და განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სათნოების სახლ „კათარზისში" საქველმოქმედო საშობაო კონცერტი გაიმართა. „კათარზისში" მყოფი მოხუცებისთვის საშობაო კონცერტი „პატივი ეცი სიბერეს" აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. სახლის ხანდაზმულებმა საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიიღეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქეთევან ბაკარაძე და კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ა/რ კულტურის სამინისტროს - სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით მოეწყო. საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
ახმეტელის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის „საშობაო ზღაპარი" უფასო წარმოდგენა მოეწყო.
წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დაესწრო. სპექტაკლის შემდგომ კი დევნილ მოზარდებს კომპანია „ცეროდენა"-ს საჩუქრები დაურიგდათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის მომავალშიც მოეწყობა.
აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
მინისტრი დევნილ ბავშვებს და მრავალშვილიან მშობლებს გაესაუბრა და მათი პრობლემებიც მოისმინა.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქარი თორმეტმა მრავალშვილიანმა დედამ და თვრამეტმა შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა მიიღო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა №11 სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით გაიმართა და მას აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დავით გვაძაბიაც ესწრებოდა. აღნიშნულ დაწესებულებაში 40-მდე პატიმარია, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე არასრულწლოვანიც იხდის სასჯელს. სტუმრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს და გაესაუბრნენ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანია სულიერად დაეხმარონ და შეეხიდონ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს და მზრუნველობას.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი შეხვედრებისა და საუბრების მიზანია, დაეხმარონ არასრულწლოვნებს გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.
სტუმრებმა მსჯავრდებულებს მალე განთავისუფლება და ცხოვრების სწორი მიმართულებით გაგრძელება უსურვეს.
ღონისძიება შპს „კანტი"-ს, „გაგრა+"-ისა და „გრანდ ქენდი"-ს მხარდაჭერით მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები და ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივ პროექტებში ჩაერთვება. კერძოდ, დევნილი ბენეფიციარები სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან. ასევე, სპორტული მედიცინის ცენტრი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს, რომელიც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებში პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური გასინჯვების ჩატარებას და რეაბილიტაციის კურსს ითვალისწინებს.
„ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენო დევნილებო, თანამოქალაქენო, ახლობლებო, ჩვენგან შორს მყოფნო, აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრებნო, გილოცავთ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ფარავდეს ღმერთი თქვენ და თქვენს ოჯახებს, შობის მადლი ნურავის მოკლებოდეს. სიკეთემ და გულმოწყალებამ დაიდოს ბინა თქვენს ოჯახებში. ქრისტეშობის მადლით, სიყვარულით და სიკეთით განათებულს ევლოს ყოველ ჩვენგანს მრავალ შობა-ახალ წელს!"
პატივისცემით,
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზებს შობის დღესასწაული მიულოცა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.
საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისდევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით და კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.