აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას „აფხაზეთის კონფლიქტი 20 წლის გადასახედიდან" დაესწრო.

სამეცნიერო-თემატური კონფერენცია აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალური საკითხების ანალიზს მიეძღვნა, კერძოდ, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რა შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რა გეოპლიტიკური რეალიები მივიღეთ კონფლიქტის სამხედრო ეტაპის დასრულებიდან დღემდე, როგორია 90-იანი წლების დამდეგის მოვლენების და პოსტკონფლიქტური პერიოდის ხედვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორია აფხაზური და ქართული საზოგადოების დღევანდელი აღქმა 1992-1993 წლების ტრაგედიისა.

კონფერენციას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემდგენლობა წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემდგენლობა და სამთავრობო პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა:

ვასილ ხორავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;
ავთანდილ ძაგანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი;
ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დიმიტრი ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
კონსტანტინე კუჭუხიძე - რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
აბესალომ მიქელაძე - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
მევლუდ ჯაჭვლიანი - ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
დავით გვაძაბია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე ;
გივი კაცია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ვალერი ბასარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა დევნილ ხელოვანთა საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების წარმატებული ახალგაზრდების მონაწილეობით, შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „გიყვარდეს და გადარჩები" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის 20 წლის თავს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადილე გოგი ფაცაცია და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვივნენ. ვახტანგ ყოლბაიამ სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-მდე მოზარდი სწავლობს. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრად ასევე ნეტ-ბუქები გადაეცათ.

ვახტანგ ყოლბაია სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის - „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის" დასკვნით ღონისძიებას  დაესწრო.

პროექტის - „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლა" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 35 მოზარდმა გაიარა ტრენინგები ისეთ თემებზე როგორიც არის: გენდერი და საზოგადოება, გუნდური მუშაობა, პროექტის შედგენა და მართვა, ფონდების მოძიება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, კონფლიქტების მართვა და პრევენცია, ლიდერობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ  მოზარდებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ზურაბ გასიტაშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალეკო აპლაკოვი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები დაესწრნენ.

ტრენინგები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ მოზარდებში სამშვიდობო ხედვების, საზოგადოებრივი ინტეგრაციის, ლიდერული თვისებებისა და დემორკატიული ღირებულებების დამკვიდრება-განვითარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 11 სექტემბრის სესიის გადაწყვეტილება

2013 წლის 11 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112* მუხლში მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შეტანილი კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე მიენიჭა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილება.

სესიამ დაავალა ბატონ ვახტანგ ყოლბაიას 7 დღის ვადაში წარუდგინოს სესიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ასოციაცია „რონდინე მშვიდობის ციტადელის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ასოციაცია „რონდინე მშვიდობის ციტადელის" წარმომადგენლებს კლაუდია კაპიტანს, ჯაკობ მარკუსსა და ლუკა მატიოლის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასციაციის მიერ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართბაში სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარე პროექტებს.

ვახტან ყოლბაიამ და ასოციაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სასწავლო გაცვლით პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც ქართველი და აფხაზი სტუდენტები იტალიის უნივერსიტეტებში  საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს გაივლიან.

ასოციაცია „რონდინე მშვიდობის ციტადელის" წარმომადგენელმა ასევე გამოთქვეს სურვილი უახლოეს მომავალში განახორციელონ ქართველი და აფხაზი ახალაგზრდების ერთობლივი სამშვიდობო ექსპედიციის „მოგზაურობა მშვიდობისათვის" პროექტი.

შეხვედრაზე დაიგეგმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიასა და „რონდინე მშვიდობის ციტადელის" საერთაშორისო სამსახურის უფროსის მაურო დანდრეას  შეხვედრა.

ვახტან ყოლბაია ასოციაციის წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობასა და სხვა და სხვა პროექტებში აფხაზეთის მთავრობის აქტიურად ჩართვას დაპირდა.

„რონდინე მშვიდობის ციტადელის" მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები ხელს უწყობს კავკასიის რეგიონის ხალხთაშორისი ურთიერთობების პროცესში ნდობის, მეგობრობისა და მჭიდრო კავშირების აღდგენას.

სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისათვის

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს #218 დადგენილებით სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 90 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში), ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია: დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლების ნაწილთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლების ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე წამოწეული იქნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებთან მიმართებაში სოციალური შეღავათებისა და პენსიების მოწესრიგების საკითხები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მათ პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო

30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდა.

თბილისში, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია.

ამავე ცენტრში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საინფორმაციო ვებ-გვერდ „ხსოვნის" პრეზენტაცია მოეწყო და დამსწრე საზოგადოება დაკარგულ მებრძოლთა მოძიების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო. ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთის ხალხური სიმღერის ჯგუფის „დიოსკურიას“ მიერ საგალობლები ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულდა.

ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ფონდის „მოლოდინი“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთიდან დევნილი და გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გალის რაიონის სკოლებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებმა საზაფხულო არდადეგები ესპანეთის სამეფოში გაატარეს.

მოზარდებს ესპანურ მოხალისე ოჯახებში დასვენებასთან ერთად 2 თვის განმავლობაში ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცათ.

დევნილი მოზარდები 29 აგვისტოს დაბრუნდნენ საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ყოველწლიურად ესპანეთში ატარებენ.

საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

25 დევნილი მოზარდი 3D ფორმატში გადაღებული ანიმაციური ფილმის „სმურფები 2" ჩვენებას დაესწრო. ბავშვებს ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრებიც დაურიგდათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს – მიძინებას ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ მრავალშვილიან დედას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ მრავალშვილიან დედას ნატალია მარშანიას შეხვდა.

ნატალია მარშანია ქართველ მეუღლესა და 6 შვილთან ერთად კოჯორში ცხოვრობს. ოჯახი შვილებს ქართულ–აფხაზური ტრადიციებით და ცნობიერებით ზრდის.

ნატალია მარშანია ვახტანგ ყოლბაიას პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას უკავშირდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზ ქალბატონს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინტერვიუ „Кавказский узел"-ის ჟურნალისტ ბესლან კმუზოვთან

ვაზტანგ ყოლბაია: „ ... ურთიერთობა აუცილებელია, რადგან მათი (აფხაზების) მონაწილეობის გარეშე კონფლიქტის მოგვარებას არ აქვს არანაირი საფუძველი. მაშინაც კი, თუ კი „ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მოილაპარაკებენ, ამ პროცესში აფხაზების მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოგვივა".

http://www.kavkaz-uzel.ru/articles/228410/