14 აგვისტოს, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ-ქართული ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრა.აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 42 ბავშვი ქალაქ ათენში, ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს.ბავშვებს დიდუბის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.აფხაზეთის მთარობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დევნილი ბავშვების პირველი ნაკადი, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 24 ივლისს გაემგზავრა.
6 აგვისტოს 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნასა და მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობენ. აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, სამძიმარს უცხადებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ვაჟკაცების მშობლებსა და ახლობლებს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გუშინ, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს ემანუელ ვლახოიანის შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება იყო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ახლო მომავალში საქართველოში ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის საქმიან შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს.