დავით ფაცაცია გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა, გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, გლდანის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

 

აფხაზეთის საჯარო სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ქვეპროგრამის - ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ განხორცილებას 2023 წელსაც აგრძელებს.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის №1, №2, №3 №5, №6, №10, №11, №21 საჯარო სკოლების (ზუგდიდი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თბილისი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პროფესიულ სასწავლებლებში - კოლეჯი „მერმისი“, კოლეჯი „იბერია“, კოლეჯი „ლაკადა“, კოლეჯი „ფაზისი“ - ჩატარებულ საინფორმაციო ტურებში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები უნივერსიტეტსა და კოლეჯებში გაეცნენ სხვადასხვა მიმართულების ისეთ პროგრამებს, რომლებიც მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

იწყება განაცხადების მიღება პროგრამაზე ,, დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება"

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების  მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 7.000 ლარის და არა უმეტეს 3 ერთეულის).

  1. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
  • აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, და მას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება

 

  1. ინფორმაცია კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ქვეპროგრამის დებულებაში ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY

 

 

  1. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 20 მარტის 12:00 საათიდან 2023 წლის 20 აპრილის 17:00 საათამდე,მისამართზე ქ.თბილისი თამარაშვილის ქუჩა N15ა,სსიპ ,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტო"ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
  1. საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 591931532; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463

 

 

                                                 

 

 

 

 

ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ჩაჩავას კლინიკაში სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ
ქალთა კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჩაჩავას კლინიკის მხარდაჭერით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ ქალბატონებს მაღალკვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები ჩაუტარდათ.
 
კონსულტაციის შედეგად დამატებითი კვლევებისთვის აქციაში მონაწილე ქალბატონები ჩაერთნენ სამინისტროში მოქმედ “ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის” პროგრამაში, რომლის ფარგლებში ისინი მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
 
▶️გინეკოლოგის კონსულტაცია;
▶️პაპ ტესტი;
▶️ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა;
▶️რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
▶️მამოლოგის კონსულტაცია;
▶️გინეკოლოგიური ექოსკოპია;
▶️ორივე სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია;
▶️კოლპოსკოპია;
▶️პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში;
▶️HPV ტესტი;
 
აქციის ფარგლებში ქალბატონებს დამატებით შპს “ტკბილი ქვეყნის” ხელშეწყობით სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. 2023 წელს სამინისტრო პილოტურ რეჟიმში ახორციელებს “ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის” პროგრამას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებებს. აღნიშნულით შეუძლია ისარგებლოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა პირმა სრული დაფინანსებით.
ნანა გაბელია რეგიონებში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცეების გახსნას განაგრძობს
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ადგილზე, ორი თვის განმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.
 
მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.
 
დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა „ფერების ზღვა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

გალერეაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას, თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა ჯუღელის, და ნანა ესიავას პერსონალური ნამუშევრები.

გამოფენა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დალი ჯონჯუა, გულიადა ჭკადუა, მედეა კორსანტია, ვენერა რურუა, მანანა ბიგვავა, მარი ჟღენტი, ხათუნა გოგია, ეკატერინე შუკვანი, სვეტლანა კვიკვინია და ციალა კოპალიანი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის თემატიკის ინტენსიურად გაშუქებაში.

ასევე, დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები ნანა და ნონა ქობალიები, რომლებსაც რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირადად ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაიწყო განაცხადების მიღება ,,დანერგე მომავლის" ბენეფიციარების თანადაფინანსებაზე

თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ახორციელებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ - შესაბამისი ნაწილის იმპლემენტაციას.  თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 2.500 ლარს შეადგენს.

 

  1. ქვეპროგრამის აღნიშნულ ნაწილში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდნენ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარები.

 

  1. ინფორმაცია თანადაფინანსების პირობების, ეტაპებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY

 

  1. განაცხადის მიღება თანდართული აუცილებელი დოკუმენტაციით ხორციელდება მატერიალური ფორმით 2023 წლის 9 მარტიდან 2023 წლის 9 აპრილამდე მისამართზე:

 

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  

 

საკონტაქტო პირები:   მერაბ ჩაკვეტაძე - 599950991; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461.

 

                                                 

 

 

 

 

 

რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

დავით ფაცაციამ, დევნილთა განსალების ობიექტებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული საჭიროებები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, ობიექტებზე განსახორციელებელი აუცილებელი სამუშაოები.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს უკვე შერჩეულ დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მოადგილეები - გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ პრეზენტაციას დაესწრო

 

პროექტი ხორციელდება იგპ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, ქვეგრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday INN-ში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან ქალბატონს დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ქალბატონ მარიამ არაბულს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ და ქალბატონ მარიამ არაბულს დედის დღე მივულოცეთ.

მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი დიდი გმირობის ტოლფასია. მინდა ქალბატონ მარიამს სიკეთე, ჯანმრთელობა და შვილების კეთილდღეობა, ხოლო მის შვილებს ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ვუსურვო.

დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებით იმ გმირების დედებს, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობას შესწირეს სიცოცხლე.

დღევანდელი დღე ასევე, მინდა მივულოცო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ დედებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა, შვილების ბედნიერება და ერთიან საქართველოში ცხოვრება.მჯერა, რომ თქვენი აღზრდილი შვილები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ჩვენი სამშობლოს განვითარებისა და გაძლიერების საქმეში." - დავით ფაცაცია

დავით ფაცაციამ სოხუმის დაცემის დღეს, ომში დაღუპულთა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე, ასევე, მიულოცეს გიგა ოთხოზორიას დედას - ჯულიეტა ოთხოზორიას.

„გმირობის ტოლფასი და განსაკუთრებული სიძლიერეა იყო იმ ადამიანის მეუღლე, დედა, რომელიც მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია.

თითოეულ ამ ქალბატონს მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის, რადგანაც მათ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე დაკარგეს. სწორედ თქვენნაირი ქალბატონების სიძლიერის მაგალითია საქართველოს ისტორია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და მალე გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“ - დავით ფაცაცია