აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის №3 საჯარო  სკოლის მოსწავლეებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებს მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“-სგან საჩუქრებიც გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გოგია და სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული მებრძოლების ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თორნიკე გვენეტაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს, განათლების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესში, ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მემორანდუმის გაფორმებას სამინისტროსა და თბილისის 161-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე ვაკის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისში, ვაკის რაიონში ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი დაათვალიერა, არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისგან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია მიიღო.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს, ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებს, საჯარო განხილვებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, სამინისტროსა და კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და  სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით განახორციელა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის ფარგლებში შერჩეული 8 დევნილი ქალბატონიდან, ოთხმა სასწავლო კურსი „Natali Academy“-ში, ხოლო ოთხმა მონაწილემ ხელნაკეთი ნივთების შესწავლა ზუგდიდში,  ირდას სახელოსნოში გაიარა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სამ ქალაქში სალექციო კვირეული "აღმოაჩინე აფხაზეთი" ჩატარდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში სალექციო კვირეული "აღმოაჩინე აფხაზეთი" ჩატარდა.

ერთი კვირის განმავლობაში, სალექციო სემინარები წარმატებით მიმდინარეობდა ქალაქ გორის, ქალაქ თელავისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

სალექციო კურსს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა კვაშილავა უძღვებოდა. ღონისძიებაში, ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ეს პროექტი სამინისტროს "კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიისა და ეთნო-კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სალექციო კვირეულის მსმენელებს ლექცია-სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უფასო სამედიცინო გამოკვლევებში ჩართული ექიმები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება „ექიმების დაჯილდოება 2023“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ პროგრამაში ჩართულ ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ, ამ ღონისძიების ფორმატში, სხვადასხვა წამყვან კლინიკაში დასაქმებულ 31 ექიმს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელს ვაჯილდოებთ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, სრულიად უანგაროდ იყვნენ ჩართული დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში.

მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საქმიანობა არის გმირობის ტოლფასი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელშეწყობითა და ჩართულობით, ერთობლივად, კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.

აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერები არიან“.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში და 1300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს გაუწიეს დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან ერთად, სოფელ რუხში ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ფახულანში, ჭალესა და რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების ჩართულობით მოეწყო სასათბურე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების მოწყობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რუხში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ.

ღონისძიება რუხი მოლის ტერიტორიაზე გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს 707 „ჩანდლერის“ ჯიშის კაკლის, 970 ტყემლის, 1070 ქლიავისა და 200 მანდარინის ახალი ჯიშის ნერგი გადაეცა.

პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადაეცა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადასცა.

ლამარა ქემოკლიძე 1971 წლიდან აფხაზეთში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებამდე ქალაქ გაგრისა და ბიჭვინთის საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ლამარა ქემოკლიძეს წლების განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდო და სიგელი, მათ შორის აფხაზეთის სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება.

მინისტრმა, ასევე, ღვაწლმოსილ პედაგოგს 50 წლიანი ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით სიგელი გადასცა.

დავით ფაცაცია ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი ქართველი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში , ცნობილი ქართველი პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღბილ საღამოზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის - "დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი" პრეზენტაცია, რომლის პროექტის ავტორი და მუსიკალური რედაქტორია კომპოზიტორი ია მაისაია.

დავით ფაცაციამ მადლობა გადაუხადა  ღონისძიების  ყველა ორგანიზატორსა და პროექტის ავტორს,  ქალბატონ ია მაისაიას სოხუმში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის მოგონების,  მისი ლექსებისა და ბიოგრაფიის ეკრანიზაციისთვის.

 

,,ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამშობლოს დიდებული შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მათ და მომავალ თაობებს სათანადოდ დავანახოთ მათი საქმიანობა და ღვაწლი." - დავით ფაცაცია.

 

ფოცხოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ფოცხოში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარება - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელები გადასცეს.

 

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი მოსახლეობისთვის ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სენაკსა და ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად სათვალეები გადაეცათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის დროს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღი მოინახულა და იძულებით გადაადგილებლ ბავშვებს სათამაშოები გადასცა.

ღონისძიებები აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.