ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.

„სვიმონ კანანელის გზა“ სვეტიცხოვლის ტაძრიდან ენგურის ხიდამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", რომელიც მცხეთაში 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

18 მაისს ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მსვლელობის მონაწილეებს შეხვდნენ.

წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად,  იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

2017-05-17    |   
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 

2017-05-17    |   
ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.

ვახტანგ ყოლბაია ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო“-ს პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კლუბის წევრებმა გაიხსენეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება, წარმოადგინეს მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა. შემდეგ კი მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვახტანგ ყოლბაია მინდია უგრეხელიძის საიუბილეო შეხვედრას დაესწრო

ცნობილ ქართველ იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში პროფესორ მინდია უგრეხელიძესთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პროფესორები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის გზა

აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები უკვე მეორე წელია წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის სულიერ გზას ფეხით გადიან. ფეხით მსვლელობა 2017 წლის 1 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და 21 მაისს  ენგურის ხიდზე დასრულდება.  23 მაისს კი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ფეხით მოსიარულე მღვდელმსახურები, ბერები, მორჩილები წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის  და სხვა წმინდანთა ხატებს მოაბრძანებენ.  იმერეთის რეგიონში ისინი ჭიათურიდან შემობრძანდნენ. 11 მაისს, 5 საათზე ჭიათურის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინეს, სადაც იმყოფებოდა ადგილობრივი და ჭიათურაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. ასევე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში  აფხაზეთის ა/რმთავრობის წარმომადგენლობის თანაშრომლები, რომლებიც სპეციალურად მათ დასახვედრად გაემართნენ ჭიათურაში. 14 მაისს, 5 საათზე, ქ. ქუთაისში, წმინდა სვიმონ კანანაელის სახელობის ტაძარში კვლავ გაიმართა ლოცვა. მომლოცველებს ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ სუბელიანმა უმასპინძლა. ლოცვას დაესწრო ქუთაისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და  თანაშრომლები. 15 მაისს მათ გზა განაგრძეს სამტრედიის მიმართულებით და სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ აბაშაში გადაინაცვლეს.

ვახტანგ ყოლბაია ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბათუმურ საღამოს დაესწრო

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ბათუმელი პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, თითების თეატრი, ანსამბლები „ბერმუხა" და „ბათუმი", ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე, ზაზა მარჯანიშვილი და დავით ევგენიძე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ყოფილი „სტუდქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

თბილისის ყოფილი „სტუდქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ამ ტერიტორიაზე კავშირ-ასოციაცია „აგორა" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" მშენებლობას ახორციელებს.

ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს საერთაშორისო სკოლის" („New School") მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა.

სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის რეგიონალური თამაშები დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის აფხაზეთის რეგიონალური ფინალური თამაშები. რეგიონის პირველობისთვის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. ოლიმპიადის ბოლოს გამოვლინდნენ აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 2017 წლის მაისის თვეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ზონალურ თამაშებში იასპარეზებენ.


აფხაზეთის ჩემპიონები გახდნენ: მინი ფეხბურთი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა; გეზრბენი (ვაჟები) - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა; გეზრბენი (გოგონები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; ფრენბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი (ვაჟები) - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა; კალათბურთი გოგონები - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა.


გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ზონალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.


„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. პროგრამის მხარდამჭერი არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ბაგებში გამწვანების აქცია მოეწყო

2017 წლის 10 მაისს ქ. თბილისში, თბილისში, ყოფილი „სტუდქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებით, ქ.თბილისის მერიისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით კავშირი-ასოციაცია „აგორა“ ახორციელებს „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ მშენებლობას.

 ღონისძიება ჩატარდა “საქართველოს საერთაშორისო სკოლის” („New School“) მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

2017-05-08    |   
აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ნუგზარ ყურაშვილის საღამო გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანაიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობის ბენეფისი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ამჟამად უკვე დირექტორია. არის ღირსების ორდენის კავალერი და შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. 2017 წლის 14 იანვარს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.