დავით ფაცაცია ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავორბის წევრებმა აფხაზეთიდან დევნილებს გააცნეს ინფორმაცია სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები დევნილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

 

 

 

ლევან მგალობლიშვილი ხონში აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობასა და პროექტებს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობის უწყებები აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახორციელებენ, მათ შორის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.

დავით მორგოშია კაჭრეთის ამბასადორში აფხაზეთის თასზე გამართულ საცხენოსნო შეჯიბრს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია კაჭრეთის ამბასადორში, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთის თასზე გამართულ საცხენოსნო შეჯიბრს დაესწრო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ.

დავით მორგოშიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერიანიძემ საპრიზო ადგილებზე გასულ ცხენოსნებს - ირაკლი ბეჟიტაშვილს და ლუკა აფციაურს თასები და მედლები გადასცეს.

საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა ახალგაზრდა თაობაში სპორტის ამ უძველესი სახეობის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ბორჯომში ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა ქალაქ ბორჯომში, ბორჯომის, სურამისა და ხაშურის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა დროებით დევნილთა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებს, მათ შორის აღნიშნა, რომ ქალაქ ბორჯომში შესაცვლელია სახურავი, სჭირდებათ პანდუსი ეტლით მოსარგებლისთვის და გათბობა. დაბა სურამის დევნილთა განსახლების ობიექტი ავარიულია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ხაშურში კი განსახლების ობიექტს მიწის ნაკვეთის დაკანონების პრობლემა აქვს.
შეხვედრაზე აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ მარაქველიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ წურწუმია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ბერიანიძე და ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიუაშვილი იმყოფებოდნენ.
დავით მორგოშია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა  დავით მორგოშიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამაზ ხუბუას და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა და დეპუტატებმა განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე  ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალ ინიციატივებსა და მათი განხორციელების გზებზე.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ განათლება, კულტურა და სპორტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული სფეროებია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  მინისტრის  მოადგილეები გიორგი ჯინჭარაძე და ნინო ლობჟანიძე, მინისტრის მრჩეველი ანა კიტია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
“აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა. მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას დევნილ საზოგადოებაში ჯანდაცვითი და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
 
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
“ბათუმის მერიასთან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის განვითარება აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის, რაც დადებით გავლენას მოახდენს აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
 
მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწვევას და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. საუბრისას გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები, რომლებიც აწუხებს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს და დაისახა მათი მოგვარების გზები.

კულტურის მინისტრმა ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი ძიგუა მხარდაჭერის მიმღები მოზარდების ბანაკს ესტუმრა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა მხარდაჭერის მიმღებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შეხვდა. 
მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მხარდაჭერის მიმღები მოზარდები ბაკურიანში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, დიდუბის რაიონის გამგეობისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელებული პროგრამები, მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა საჭიროებების შესაბამის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

 

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.

სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი - მამუკა ყუფარაძე, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ლევან ურიდია, პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას - დეა ბაძაღუა და ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი - დალი ჯონჯუა (სიკვდილის შემდეგ).

გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.

ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებში - „საბჭოთა აფხაზეთი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, სოხუმის დაცემამდე კი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის 11 ნოემბერს გაიმართება.

ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ლევან მგალობლიშვილმა პეტრ კუბერნატს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლევან მგალობლიშვილმა ჩეხ დიპლომატს წლების განმავლობაში დროებით დევნილი მოსახლეობის სასარგებლოდ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

დასაქმების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები.
 
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.
 
პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:
<img class="xz74otr" src="https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t2d/1/16/1f4cd.png" alt="
ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე  ქართულმა  დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან თევზაიას მოხსენება მოისმინეს.
ლევან თევზაიამ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინა.
 
6 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა.
 
სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში, ლევან თევზაიამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბოლო ერთ წელში გატარებული რეფორმების, ღონისძიებების, პროგრამებისა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის შესაბამისად პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ მიმართულებებს მოიცავდა.
 
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება მოისმინეს.
ლევან თევზაიამ ისაუბრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების, ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ 2023 წლის მე 4 კვარტალსა და 2024 წლის 9 თვეში განხორციელებული საქმიანობა.
 
“საანგარიშო წელი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, გამორჩეული გახლდათ, თუმცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია და იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება. პარალელურად კი, სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საფინანსო სისტემის მართვასა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირებასთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, დევნილი მეწარმეების მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და აგრარული, გარემოსდაცვითი და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა წარმოადგენს”, - განაცხადა მინისტრმა მოხსენებაში.
 
სხდომას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები - ლაშა დოლბაძე, თამარ გელაშვილი, ელისო გვასალია და მთავარი მრჩეველი ავთანდილ ხაზალია ესწრებოდნენ.