-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერას დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა გოგი ცაბაძის, გიორგი შენგელაიას და მორის ფოცხიშვილის ყველაზე ცნობილი ქართული ფილმის "ვერის უბნის მელოდიების“ მიხედვით დაიდგა და გადმოცემულია ძველ თბილისში ცხოვრების ეპიზოდები, გაჯერებული იუმორით, მეგობრების სიყვარულითა და სიკეთით.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღავჩლიანმა, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.
მინისტრმა ღონისძებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნიკოლოზ თაბუკაშვილის მოღვაწეობასა და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიის სამი გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი - ელდარ ქევშბაია, II ადგილი - ავთანდილ შენგელია, III ადგილი - არჩილ ბლუაშვილი. მათ სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მხატვართა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ზური ქალდანის სახელობის თასის გათამაშებას დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 250-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა.
აფხაზეთის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც პრიზიორები და ჩემპიონები გამოვლინდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტულ ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა გასართობი ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით განხორციელდა სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 3-დან 12 წლამდე ასაკის 3000-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა.
ღონისძიებებს სხვადასხვა ლოკაციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში, დევნილთა ათ კომპაქტურ ჩასახლებაში, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.