სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფარგლებში, 15 000 ლარამდე დაფინანსების მოსაპოვებლად, საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების მეტოქიონებს საპროექტო განაცხადების შემოტანა შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით:
1. მეტოქიონების ინფრასტრუქტურული მოწყობა;
2. საეკლესიო ინვენტარის შეძენა;
3. სხვა აუცილებელი საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა;
4. საგანმანათლებლო სივრცისთვის საჭირო ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის შეძენა; წიგნებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შეძენა;
5. სასწავლო რესურსების მომზადება;
6. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება;
7. ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.
მატერალური სახით დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიმის: დიმიტრი უზნაძის N68