აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
გარდაბნის რაიონის სოფ. ვახტანგისში დევნილი მეფუტკრეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის საქმიანობის მაგალითზე" გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დევნილი მეუფტკრეების წინაშე არსებული პრობლემების გააქტიურება და მათი გადაჭრის გზების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი -ქეთევან ბაკარაძე, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე- ალუ გამახარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი- თენგიზ სვანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საერთაშორისო დონორი-ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით” ფარგლებში გამართულ დასკვნითი ღონისძიებაში - მრგვალი მაგიდა თემაზე: „პროექტის „ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით „შედეგები და მის ფარგლებში შექმნილი ეკოცენტრის შემდგომი საქმიანობების პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო მიღწეული შედეგების შეჯამება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ეკოცენტრის შემდგომი საქმიანობის პერსპექტივები, ნდობის აღდგენის ღონისძიებებში გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული მიმართულების მნიშვნელობაზე მსჯელობა და სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების როლი ამ პროცესში.მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია ეკოცენტრის ახალგაზრდა აქტივისტების, სამოქალაქო სექტორის და სხვა მოწვეული სტუმრების ჩართულობით.

ვიზიტი USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობში

ამერიკის განვითარების სააგენტოს -USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარატამენტის აქტიური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხში მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგეში მიმდინარეობს 5 სახეობის ნერგების გამოყვანის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროცესის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად წარმართვის მიზნით, სანერგეს სტუმრობდა USAID პროექტ „ზრდა“-ს მიერ მოწვეული ექსპერტი - კარლოს გარსია სალაზარი, ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიარა სადედე ბლოკი და ნერგების გამოყვანისათვის მოწყობილი 500 კვ.მ სათბური, რომლის შედეგად გაიცა რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროცესის სწორად წარმართვას. დღის მეორე ნახევარში პროექტში ჩართულ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ძირითადი თემები იყო ლურჯი მოცვის მოვლა-პატრონობის თავისებურებანი, ჯიშების დახასიათება და ნერგების გამოყვანის ძირითადი მოთხოვნები.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

ლაგოდეხში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM -ის მხარდაჭერით პრაქტიკული სემინარი გაიმართა

       ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით” ფარგლებში ჩაატრდა პრაქტიკული სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიების როლი რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვაში“. სემინარი განხორციელდა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ, აირჩა „როჭოს ჩანჩქერის“ მარშრუტი. პრაქტიკული სემინარისთვის მოწვეულმა ექსპერტმა, გიორგი მჭედლიშვილმა აქტივობის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ნაკრძალში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ბზის ნერგები გადაეცა

 

     აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ.ყოლბაია და საოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძებას აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ა. ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 17 აპრილს ქ. ზუგდიდში  აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შორის სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
        შეხვედრაზე განხილული იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ასპექტები:. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიის ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის სათანადო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხს, მათ შორის, შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აგრეთვე, ფუტკრის დაზიანების პრევენციისთვის მისაღებ ზომებს. 
შეხვედრაზე გადაწყდა მსგავსი სახის საინფორმაციო კამპანიის (სხვადასხვა ფორმით) გაგრძელების აუცილებლობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონული კონფერენცია „მდინარე ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონული კონფერენცია „მდინარე ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა. კონფერენციაზე განიხილული იყო შემდეგი თემები: „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა. ასევე, საუბარი შეეხო მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებს. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები. საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების დეპარტამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომაშ პერნიცკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა

საუბარი შეეხო ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეფუტკრეობაში განხორციელებულ პროექტებს. ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებულია კავკასიური ფუტკრის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ განხორციელება, რომელშიც დევნილი მეფუტკრეები ჩაერთვებიან.

დევნილ მეფუტკრეთა მიერ დაარსებული კოოპერატივი „კოდორი 2015“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე კამპანიის "მოითხოვე ქართული"-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე

2017 წლის 24 დეკემბერს ქარვასლაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მიმდინარე კამპანიის "მოითხოვე ქართული"-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქართული მეფუტკრეობის პრიდუქციის მწარმოებელი კოოპერატივი "კოდორი 2015". ღონისძიების მიზანი და ამოცანა იყო ქართული პროდუქციის გაყიდვების ზრდის წახალისება და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაცია. კოოპერატივი "კოდორი 2015"-ს მიერ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მეფუტკრეობის ყველა სახეობის ქართული მონოფლორული (აკაციის, წაბლის, ცაცხვის, სუროს, ოქროსწკებლას), ალპური ზონის,  მინდვრის და ტყის პოლიპლორული თაფლი, ასევე თაფლის კომპოზიციები სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებით (ნიგოზი, თხილი, ნუში, მრავალი სახეობის ჩირი - ბანანი, კივი, გარგარი, შავი ქლიავი), აგრეთვე თაფლის ღვინო და არაყი. აღნიშნულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.კოოპერატივი "კოდორი 2015" დაჯილდოვდა საპატიო სერთიფიკატით "ქართული პროდუქციის ერთგულებისთვის".

გზა ფერმერობისკენ

2017 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში გამართულ
კონფერენციაზე საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად
დაფუძნდა.
26 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სათათბიროს
პრეზენტაციასთან ერთად, დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 3 ახალი
პროექტიც წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია,
მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“.
წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია
საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო
სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის
აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების
მიხედვით (9 რეგიონი, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ინფორმაცია მომზადებულ
იქნა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების დეპარატამენტის სპეციალისტების მიერ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქართველოს ფერმერთა
ასოციაციას შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რომელიც
მიმართულია დევნილი ფერმერების საქმიანობის შემდგომი განვითარების
ხელშეწყობაზე, ხოლო წიგნი „გზა ფერმერობისაკენ“ ამ პარტნიორული
ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

27 ივნისს სააგენტოს მიწვევით აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქალთა 5 კოოპერატივის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ორგანიზაციების "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო"(RCDA) და "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" მიერ "ოქსფამ საქართველოს" მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის ლატარიის ფონდის" (BLF) (Big Lottery Fund) პროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩამოყალიბებულია 5 ქალთა კოოპერატივი: „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ „ლიახვი2015“ და „ტყის ნობათი“. პროექტის მიზანია რეგიონის მოწყვლადი მოსახლეობისთვის, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერება, სიღარიბის დაძლევა, დასაქმებისა და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნა. ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კოოპერატივები უზრუნველყო მცირე საწარმოებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის ჰიბრიდული საშრობითა და მზის წყლის გამაცხელებლებით. 
2017 წლის აპრილ-მაისში კოოპერატივებმა „შარახევი 1“ „სომეჯი“ „ნიჩბურა2015“ დაიწყეს სამკურნალო მცენარეების დამზადება და გადამუშავება,რომლებისგანაც გერმანიაში ტრადიციული მეთოდით მზადდება მედიკამენტი. კოოპერატივებმა 130 კილო მშრალი ფურისულა აწარმოეს, სადაც არამარტო კოოპერატივის წევრები დასაქმდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც. მომავალში კოოპერატივები გააგრძელებენ სხვადასხვა ბიო სერთიფიცირებული მცენარეების შეგროვებასა და გადამუშავებას როგორიცაა კრაზანა, ასკილი, მაყვლის ჟოლოსა და კუნელის ფოთლები, ასევე კოოპერატივები იწყებენ ტყლაპის, ჩირისა და ცუკატის წარმოებას და რიგ საკითხებში-გაანსაკუთრებით შრობის საკითხებში საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებას.


აღნიშნული მიზნით მ.წ. 27 ივნისს სააგენტოს მიწვევით აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ  თ.ცინარიძემ ჩაატარა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: შრობის პროცესი, ჩირების, ცუკატების,ტყლაპების და სხვა კვებითი პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა ისეთ პრაქტიკულ ნიუანსებს,რომელთა განხორციელება აუცილებელია სტანდარტული პროდუქციის მისაღებად.ფერმერთა აზრით კი ხშირად ჩატარებული ტექნოლოგიური ოპერაციებით არათუ შეუძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება არამედ ახლოსაც არ არის კონდიციურთან. პრობლემაა მცირე ხნითაც კი შენახვა. სწორედ ამიტომ ზოგიერთი საკვანძო პროცედურის განმარტებისათვის შეხვედრის მსვლელობისას მრავალი ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხი განხილულ იქნა დეტალურად, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და როგოც მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, მათთვის რეკომენდაციები სასარგებლო იქნება.

 


ფერმერებს მიეცათ პრაქტიკული რჩევები კონკრეტული ნედლეულის შრობისა და გადამუშავების პროცესში რიგი პარამეტრების მართვის შესაძლებლობებზე, საწარმოს სანიტარული პირობებისა და პროდუქციის დაბინძურების აცილების თანამედროვე მეთოდებზე. ტრენინგის მონაწილეთა მიერ დასმულ იქნა უამრავი შეკითხვა,რომლებზეც გაეცათ დამაკმაყოფილებელი პასუხები. ასევე გაიცა რეკომენდაციები მომავალში შესაძლო სიძნელეთა პრევენციის გზებზე.ხაზი გაესვა ტექნოლოგიური ციკლისადმი ზოგადად სწორი მიდგომის თემას, რაც მთავარი პირობაა ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად,ხოლო დანარჩენი გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის შედეგია.
ბატონმა თამაზ ცინარიძემ კოოპერატივების წევრებს გადასცა ზოგიერთი პროდუქციის წარმოების რეცეპტურა და აღნიშნა,რომ საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის სპეციალისტები მზად არიან გაუწიონ კონსულტაციები ფერმერებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე , რაც დიდი მადლიერებით იქნა მიღებული.

ბაგებში გამწვანების აქცია მოეწყო

2017 წლის 10 მაისს ქ. თბილისში, თბილისში, ყოფილი „სტუდქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებით, ქ.თბილისის მერიისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით კავშირი-ასოციაცია „აგორა“ ახორციელებს „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის“ მშენებლობას.

 ღონისძიება ჩატარდა “საქართველოს საერთაშორისო სკოლის” („New School“) მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა.

14-15 სექტემბერს ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მეფუტკრეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმრო ,,სიმპატია"-ს საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე წლის14-15 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგები მეფუტკრეებისათვის თემაზე -,, დედა-ფუტკრის გამოყვანა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება, დაავადებათა კონტროლი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეფუტკრეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები ჩეხეთის რესპუბლიკიდან: Jiri Zigal და Zdenek Klima. 


ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპეციალისტებმა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან.

28 თებერვალს კოლხური ბზის გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28 თებერვალს აფხაზეთის ა|რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
პრობლემის სიმწვავეზე მიუთებებს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბზის უნიკალური კორომების განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ერთმნიშვნელოვნად ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდება. საუბარი შეეხებოდა ამ პრობლემის გამომწვევი კოლხური ბზის დაავადების – ბზის სიდამწვრე (გამომწვევი პათოგენური სოკო cylindrocladium buxikola) და საშიში მავნებელი პეპელა – ბზის ალურას (Cydalima perspectalis) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებს.
საკითხის აქტუალობაზე აგრეთვე მიუთითებს ჟენევის დიალოგის ფორმატში აფხაზურმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული თანამშრომლობის სურვილი კოლხური ბზის გადარჩენის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა- აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ენტიმოლოგ გიორგი მამადაშვილის პრეზენტაცია: „საქართველოში კოლხური ბზის დაავადებების გავრცელების კუთხით არსებული ვითარება, მათთან ბრძოლის მეთოდები და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევები“ .
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია, რომელზეც გამოითქვა არაერთი საინტერესო წინადადება და შენიშვნა ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების (ბიოლოგიური და ქიმიური), მათი გამოყენების ეფექტური გზების, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას ჩართულობის სავარაუდო მიმართულებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ აუცილებელი უნიკალური კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ეფექტური ბრძოლის მეთოდების შემუშავება ფართო სპექტრის კვლევების ჩატარებისა და ინოვაციური მიდგომების გზით, ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია რეაგირების პროცესში,თავის მხრივ კი გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობისა და კოორდინირებული საქმიანობის, ასევე დაიგეგმა შემდგომი აქტივობები, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრაში.

ქ. ფოთში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფორუმი გაიმართა

2016 წლის 1 სექტემბერს ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფოიეში ასოციაცია „დიოსკურიამ“ ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფორუმი გამართა.


        საინფორმაციო ფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედმა 30-მა მცირე და საშუალო საწარმომ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს შესთავაზეს საინფორმაციო რესურსები საარსებო წყააროების გაზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის, ვაკანსიები, პროფესიულ მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი გაცვლითი პროგრამები და ბიზნეს- საქმიანობის მხარდაჭერის სერვისები. საინფორმაციო ფორუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა,  აფზაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა.