აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიკი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ. აღნიშნული პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 510 000 ევროზე მეტია, 2013 წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდება. პროექტის „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ მიზანს თუშეთში ტრადიციული მდგრადი მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბენეფიციარების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი და ჩეხი ექსპერტების მიერ მთელი რიგი სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას მეცხვარეობის განვითარებისა და მეურნეობების მართვის მიმართულებით. სასწავლო პროგრამები გამიზნული იქნება სოფლის მეურნეობის კოოპერაციული წარმოების პრინციპებზე, მდგრად განვითარებასა და ტრადიციული კულტურების მოყვანაზე, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შენახვასა და მოვლა პატრონობაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება მეცხვარეობასა და მატყლის რეალიზაციის ხელშეწყობაზე.
,,ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ჩვენ ვცდილობთ მაღალ მთაშიც შევქმნათ ყველა პირობა რათა სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით დაწყებული პროექტი ამ რაიონის განვითარებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ პროექტებზე და ღონისძიებებზე, რაც მაღამთიანი რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ თავის მხრივ ორ პროექტი – ,,მეკარტოფილეობის განვითარება საქართველოს შორეულ მთიან რეგიონებში” და “თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება – წარმოება – რეალიზაცია” აერთიენებს.
მეკარტოფილეობის განვითარების პროექტიის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტეტის მიერ პროექტის ბენეფიციარებს გადაეცათ ქვემო ალვანში მდებარე ყოფილი საქვაბის შენობა, რომელიც გარემონტდა და კარტოფილის სასაწყობე მეურნეობა (წარმადობა 50-60 ტონა) მოეწყო. მიმდინარე წელს დაგეგმილია კარტოფილის მწარმებელთა გაერთიანება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოებული კარტოფილის გასაღების ბაზრის მოძიება, სადაც თუშური კარტოფილი ბრენდის სახით გავა, როგორც ეკოლოგიურად სუფთა , მაღალი ხარისხის პროდუქტი კონკრეტული სავაჭრო ნიშნით “თუშური კარტოფილი.”
“თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება – წარმოება – რეალიზაციის” პროექტს , ამ პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის ბენეფიციარებს 24 ერთეული მატყლის საპარსი მოწყობილობაის გადასცა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა სადგამი მოწყობილობების და კარკასების შეძენა.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.
მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ.

მოხსენებით გამოვიდა სსიპ ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშემყობი ცენტრი-ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ალუ გამახარია, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი მოსალხეობის ჩართულობაზე, მათ პრობლემებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა. მოხსენების დასასრულს დისკუსია გაიმართა. სამომავლოდ დაიგეგმა შეხვედრები და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა ცენტრლურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინსტოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დევნილთა დასაქმების მიმართულებით, აფხაზეთის მთავრობა მუშაობას ააქტიურებს და სულ მალე ამ მხრივ კონკრეტული შედეგებიც იქნება. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა მზადაა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან შენქმას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.

„ყველა ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამთავრობო სტქუქტურებთან და არასამთავობო ორგანიზაციებთან გვჭირდება უფრო მეტი კოოპერირება. რეალურად შესაძლებელია ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის მეტი სამუშაო ადგილის გამოძებნა, მცირე თუ საშუალო ბიზნესში მათი ჩართვა. დევნილების დასაქმების ორგანიზებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროები. მათთან თანამშრომლობა და უშუალო კონტაქტი სამუშაო ადგილების შექმნის და სამომავლო წინსვლის ერთგვარი გარანტია. შრომითი მოწყობის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო თემაა ასევე სოფლის კოოპერატივებში დევნილთა ინტენსიური ჩართვა.

დღეს შევთანხმდით, რომ დაინტერესებულ უწყებებთან შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და დავგეგმოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის შექმნისა და ასეთი ღონისძიებების ერთად დაგეგმვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ დამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის” საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ. საგრანტო ხეშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და კავშირ-ასოციაცია „აგორას” ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ.

პროექტი უზრუნველყოფს სასათბურე მეურნეობის მოწყობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ტერიოტირაზე. იაპონიის მთავრობა გამოყოფს სახსრებს სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და ასევე დაფარავს მეურნეობის მიმდინარე ხარჯებს საწყის ეტაპზე. გრანტის მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

პროექტი ხელს შეუწყობს სოფელ რიყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მათი ოჯახებისთვის და შეამცირებს უმუშევრობას. პროექტის ღირებულება 92,622 აშშ დოლარს შეადგენს. გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების