აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებმაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) საკონკურსო განაცხადი; ბ) ავტობიოგრაფია; გ) პირადობის მოწმობის ასლი.

პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით.

კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია.