აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წელს სპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გამართა. თავყრილობა გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. დამსწრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარუდგინა ამავე სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნის - „აფხაზეთის სპორტი“ შედგენის თავისებურებებზე ისაუბრა მისმა ავტორმა ლელა მიქელაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ და სხვ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები: ბონდო კაკუბავა, გელა ინალიშვილი, არსენა მაისურაძე, ლევან კოპალიანი, ლევან გობეჯიშვილი, თენგიზ პაჭკორია, სოფია ქვაცაბაია, ანა აფრასიძე, მედეა შონია და მარიამ ბერანძე. მათ ასევე გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობისა და წარმატებულის სიგელები.

ფოტოგამოფენასა და წიგნის პრეზენტაციას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.