აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ქართლში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო დახმარება გაუწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. აქციის უზრუნველყოფაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.