აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წინანდალმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებულ საღამოს - „ხელოვნება მშვიდობისათვის“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში  საღამო  - „ხელოვნება მშვიდობისათვის“  მოეწყო. წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“  პრეზენტაცია. აქვე აფხაზეთის  გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი გამართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია აფხაზეთის საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და პოპულარიზაცია, ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენა, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და ნდობის აღდგენის მოტივაციის გაზრდა, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და დიალოგი, რაც დადებით გავლენას ახდენს სამშვიდობო პოლიტიკის პროცესებზე.