აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო რეგიონებში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ახალი გამოწვევების პირობებში, დისტანციური სწავლებისას მიღებული გამოცდილებით აღჭურვილნი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაღებენ მონატრებული მშობლიური სკოლების კარებს და მერხებს მიუსხდებიან.

მოსწავლეებო, გილოცავთ და გისურვებთ, განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის ეს წელი! თავიდანვე უნდა გაითავისოთ, რომ გულმოდგინედ სწავლასა და დისციპლინას, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ყურის დაგდებას ამიერიდან ახალი ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ – საკუთარ თავზე უნდა  აიღოთ ახალი რეგულაციების დაცვაზე ზრუნვა და გაუფრთხილდეთ როგორც პირად, ისე გვერდით მყოფთა ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამომუშავებასაც ნიშნავს, რათა მალე სხვა ქალაქების ბავშვებიც მიუსხდნენ სკოლის მერხებს. მასწავლებლებს კი ვუსურვებ, თავიანთი აღსაზრდელებისა თუ აღზრდილების წარმატებებით ეამაყოთ მუდამ!

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება.

როლანდ ნიჟარაძე,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.