აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთაწმინდის პარკში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო

23 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში  „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა.

პარკის ტერიტორიაზე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ (მეორე ნაწილი) მოეწყო. „კადრები აფხაზეთიდან“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტოს ტრადიციული პროექტია, რომელიც „აფხაზეთის დღეს“ ეძღვნება.  

შარშანდელ „კადრებზე“ ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები იყო აღბეჭდილი, წლევანდელი კი გამოჩენილი ადამიანების აფხაზეთში გადაღებულ დღემდე უცნობ ფოტოებს აერთიანებს. მათ შორის  არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ილია ჭავჭავაძე, ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, მერაბ კოსტავა, ილია ვეკუა, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე და სხვ. 

გამოყენებული ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიტერატურის მუზეუმის არქივებიდან და კერძო კოლექციებიდანაა მოწოდებული.