მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, კომპანია „გაბელინთან“ თანამშრომლობით, 28 თებერვალს და 1 მარტს თბილისი მოლში გამართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა საკუთარი უნიკალური ნამუშევრები წარმოადგინეს.

გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები,სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები და სხვა.

ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა დევნილი მეწარმეებისთვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი შემოქმედება, გაეზარდათ ცნობადობა და გაეძლიერებინათ ეკონომიკური შესაძლებლობები.