მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ლაშა დოლბაძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გოგიტა თედორაძემ, დამსწრეებს ორგანიზაციის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრავალმხრივ საქმიანობაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის გაწეულ სხვადასხვა სახის დახმარებაზე და მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ძირითად პარამეტრებზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ახერხებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაციონალურად გამოყენებას.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბოლო წლების განმავლობაში 450-მა დევნილმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა გამოფენებში, სადაც მათი საშუალო დღიური შემოსავალი 200-დან 300 ლარამდე მერყეობდა.
ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია დევნილი მეწარმეების განვითარებისკენ როგორც მათი ბიზნესის გაძლიერების, ისე ცოდნისა და უნარების ამაღლების კუთხით.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრიორიტეტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი საქმიანობის პოლიტიკურ ასპექტებს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის სარგებლიანობასა და სამომავლო გეგმებს.