მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ესტუმრნენ
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და მინისტრ თენგიზ ნასარიძის ინიციატივით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობა და ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებიც გარემოს დაცვისა და ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრისკენ არის მიმართული.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით პოლიტიკაში, დიალოგის გაღრმავება სტუდენტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ასევე საერთო ეკოლოგიური მიზნებისთვის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა.
შეხვედრამ ხელი შეუწყო და საფუძველი ჩაუყარა პარლამენტთან ახალგაზრდების თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, მათ შორის მრჩეველთა ჯგუფებისა და სტუდენტური ფორუმების შექმნის შესაძლებლობას