აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

ა/წ 25 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე -ბატონი რუსლან აბაშიძე;

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე -ბატონი ანზორ მარგიანი;

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები - ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, ბატონი როლანდ ნიჟარაძე, ბატონი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ა/ რ დევნილთა მინისტრის მოადგილე - ბატონი გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი - ბატონი ივანე დოლიძე, რომელმაც წარმოადგინა სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების- ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა, აგრარულ საკითხთა დეპარტამენტების,  სსიპ აფხაზეთის ,,გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“, სსიპ ,,დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს’’, სსიპ აფხაზეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი,,ბიზნეს-ინკუბატორის“,სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის’’, ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის’’,საქმიანობის ამსახველი ვიდეო და სტატისტიკური მასალები. ბატონმა ივანე დოლიძემ გაამახვილა ყურადღება არა მარტო მიღწეულ შედეგებზე, არამედ ასევე  ფართოდ გააშუქა სამინისტროს სამომავლო საქმიანობის მთავარი მიმართულებები და გეგმები. პრეზენტაციის მსვლელობისას დასმულ შეკითხვებზე პასუხები გაიცა შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან. პრეზენტაციის ბოლოს დამსწრეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე - ბატონი რუსლან აბაშიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ 2019 წ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, აქვე აღნიშნა არსებული ნაკლოვანებები და მოუწოდა უფრო მეტი აქტიურობისაკენ, დევნილებზე ადაპტირებული  პროგრამების და პროექტების  რეალურ, საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული ღონისძებების განხორციელებაზე.

პრეზენტაციის დასასრულს ასევე თავისი აზრი გამოთქვეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა.