მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანაიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობის ბენეფისი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ამჟამად უკვე დირექტორია. არის ღირსების ორდენის კავალერი და შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. 2017 წლის 14 იანვარს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის" გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორე თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და დევნილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშნებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში 2003-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. 

ტურნირში საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და ირანელმა სპორტსმენებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი დაესწრნენ.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეექვსედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს  შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა.

უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უკრინის საელჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს მარუსია ჩიქოვანს 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ქალბატონი მარუსია აფხაზეთში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი გახლდათ ოჩამჩირისა და ახალი კინდღის საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო 1962-1987 წლებში სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. მარუსია ჩიქოვანი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და დაჯილდოებულია ქების სიგელებითა და მედლებით.

ვახტანგ ყოლბაიამ მარუსია ჩიქოვანს დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს" მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართა.

ღონისძიებას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და სხვა მოწვეულმა სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული, უკრაინული და ბელორუსული სიმღერები შესრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა.

შეხვედრას ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორები იანეზ კრანცი, დამიან კორაშეცი, ვიდ იანკულინი, ტადეია ერე იანკულინი, იდა მაცეკ კრანცი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, დეკანი ვეფხვია გვარამია და მოწვეული პროფესორი ოთარ ბენიძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა,  ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასა და განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე .

ასევე, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოხსენება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის  ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გააკეთა. ასევე, კულტურის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ ისაუბრა.

ანგარიშის ბოლოს საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა" და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზურ ენოვანი სპექტაკლით წარსდგნენ.

საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მუშაობის მიმდინარეობის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ანგარიში მოისმინეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგინა და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომიტეტის სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში  წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა.

ონლაინ-მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში  გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი" აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.

ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "სამართლის აქტუალური საკითხები" დაესწრო.

კონფერენციაში ლუბლიანასა და პრიმორსკის უნივერსიტეტების (სლოვენია), ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

ქალაქ ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ შ.პ.ს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა" გახსნეს.

დღეიდან მოქალაქეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი, შიდა და გარე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში წიგნის „იმედისა და რწმენის 10 წელი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ცენტრის მოღვაწეობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი, სასულიერო პირები, კომპოზიტორები და მომღერლები.