
ახალი ამბები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მთაწმინდის პანთეონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს ილია ვეკუას საფლავი. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. სხდომას უძრვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯაიანი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის" ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია. ღონისძიებაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - „აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი" და მუსიკალური ნომრებით წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლებმაც ქართულ და აფხაზურ ენებზე შეასრულეს სიმღერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აკადემიკოსები, მეცნიერები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, ნათესავები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაააგრძელა სწავლა.
უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს - ნამდვილ წევრად და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1958 წლიდან იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1959 წელს ილია ვეკუა ახლადდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა.
1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და ორჯერ ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.
1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი 164-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ 34 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სადღესასწაულო ნობათი გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო აქცია მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.


ქუთაისში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ვახტანგ ყოლბაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა.
ჩვენების შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების შესახებ ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აგრეთვე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს საჩუქრად წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა.
ვახტანგ ყოლბაიამ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძესთან ერთად მეომრების ოჯახის წევრებს აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადასცეს.
ასევე, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორის მოადგილე ლაშა გვასალიამ მათ წიგნები გადასცეს.
შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი 550-მდე დევნილ ოჯახს გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
აქცია ქალაქ თბილისის მერიის, ტერაბანკისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და ა.შ.
საქველმოქმედო აქცია მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.


კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში რეჟისორ გიორგი ქანთარიას სპექტაკლ „ნაბუშრების" პრემიერა გამართა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი შექმნილია მარტინ მაკდონაჰის „ობოლი დასავლეთის" მიხედვით.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.


"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" საქართველოს ოფისში საინფორმაციო სააგენტო "აქცენტის" ორგანიზებითა და ფონდის მხარდაჭერით რიგით მეორე მრგვალი მაგიდა ჩატარდა თემაზე "ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი". ღონისძიების მსვლელობისას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე ექსპერტებმა ამ მიმართულებით სადღეისოდ არსებულ გამოწვევებზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 8-9 აპრილს, მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 1999-2003 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებში.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მძლეოსნებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ღია პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში მძლეოსნობის განვითარებას და მის პოპულარიზაციას.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.


ძმებო ოსებო!
დადგა დრო, როცა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, უმოქმედობა კი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიამ არა ერთი და ორი მაგალითით ამხილა. ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი და თავჩაქინდრული მოსალოდნელი კატასტროფის წინაშე, რომლის განხორციელებაც ქართულ მიწაზე ჩვენს საერთო მტრებს განუზრახავთ. რეფერენდუმად წოდებული პროვოკაცია, რომელიც ფორმალურად სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევით იწყება, სინამდვილეში ანექსიის საწყისი ეტაპია, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების უსამშობლოდ დატოვებასაც გულისხმობს. რაც მთავარია, კიდევ უფრო ვერაგულია ჩანაფიქრი, როდესაც კრემლი და მოღალატე ოსი ხელმძღვანელები თქვენი ხელით ფიქრობენ ამ ისტორიული უსამართლობის განხორციელებას. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გზას არავითარი საერთო არა აქვს საქართველოში მცხოვრებ ოსი ხალხის ნებასთან და ჩვენი ძმების თავისუფალ არჩევანთან. როგორც იტყვიან, ეს დასასრულის დასაწყისია, რომლის ბოლომდე მიყვანასაც, ანუ რუსულ „სამშობლოსთან", ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, კრემლი მაშინ განახორციელებს, როცა საჭიროდ მიიჩნევს. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხი ამას დაუშვებს და თვითგანადგურების ღილაკს ხელს დააჭერს.
ჩვენო ძმებო! ნუ დაემორჩილებით მოღალატეთა მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს, რომელთაც თქვენი დევნილებად და მიუსაფარ ადამიანებად ქცევა გადაუწყვეტიათ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ქართული მიწის გადატანას რუსეთში ვერავინ შეძლებს. ის ხელუხლებელია, უნიკალურია, მცირე ერების სამშობლოა, რომელსაც ღვთისმშობლის კალთა აქვს გადაფარებული.
უდიდესი ოსი მწერალი და ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი თავის მოთხრობას „ჩვენს მთებში" ასე ასრულებს: „თუკი კავკასიაში ჩასულხარ და საქართველო არ გინახავს, მაშინ არც კავკასია გინახავს, მეგობარო!" ასე აღიქვამდა ოსი კლასიკოსი ჩვენს ქვეყანას. საგულისხმოა, რომ ამ სიტყვებს რუს მოგზაურს ეროვნებით ოსი მწყემსი ეუბნება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ოსები საქართველოს მუდამ თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ისევე ამაყობდნენ მისით, როგორც რიგითი მეგრელი, სვანი ან კახელი.
ქართული, მშობლიური მიწა იყო და იქნება თქვენი ყველაზე სანუკვარი სამშობლო. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ნებით ნუ დაიდგამთ მონობის უღელს, რომლის ტარებაც არც თქვენ არც არავის ძალუძს დედამიწაზე. ნუ მოუშლით საკუთარ ერს საუკუნეების მანძილზე ნაწრთობ ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ოსთა ძმობას. ნუ გადაიქცევით საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხის მოღალატეთა მძევლებად. ჩვენი თანაცხოვრების ჭირ-ვარამით გაჯერებული ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ერთად ვიყავით ყველგან, ომში, ჭირში, ლხინში, მტრობა-მოყვრობაში, ჩხუბშიც კი. ერთად ვეწეოდით ყოველდღიურ რუტინას და ერთად ვლახავდით ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას. ამაში კი არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავდით. ჩვენ ხომ ერთი რწმენა, მეზობლობა, ერთმანეთის პატივისცემა, სისხლით ნათესაობა, საუკუნეების მანძილზე ერთად განვლილი ცხოვრების მადლი გვაერთიანებდა.
რატომ გავითიშეთ? ვინ შეძლო ეს? როგორ მოხერხდა ერთ ქართულ მიწაზე მცხოვრები სამი ძმის: ქართველების, ოსების, აფხაზების ერთმანეთის სისხლში ამოსვრა და მათ სამუდამო გაყრაზე დღენიადაგ ზრუნვა. თავად ჩვენ ხომ არ მიგვიძღვის უპირველესი ბრალი ძმათა მკვლელ ომში რომ ჩავერთეთ და უმოწყალოდ ვხოცავდით ერთმანეთს. ვინ გადაგვეღობა საკუთარი შეცდომების აღიარებისა და მონანიების გზაზე? ვინ ჩაგვაგონა, რომ ნდობის მოპოვება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეუძლებელია. რატომ არ ვიბრძვით გამეტებით საკუთარი უფლებებისთვის, რომელიც ყოველი ჩვენგანის უზენაესი უფლება და მოვალეობაა. ვინ აღმართა ჩვენ შორის ჩინური კედელი ყველამ ვიცით, მაგრამ ეტყობა, არავის სჯერა, რომ ამ კედლის გადალახვაც შესაძლებელია. როგორ? ერთიანობით, პატიებით,ნდობის აღდგენით, ერთმანეთის ინტერესების დაცვით და გვერდში დგომით. დროა, სიტყვები მოქმედებაში გამოვცადოთ. გიწვდით ძმურ ხელს, გიდასტურებთ სიყვარულსა და პატივისცემას, მოვინანიოთ ერთად ჩვენი შეცდომები და უშიშრად შევუდგეთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზას. ერთად ვილოცოთ, შეცდომები მოვინანიოთ და ერთმანეთს მივუტევოთ. ამას გვასწავლიდნენ დიდი წინაპრებიც, რომელთაც ჩვენი საერთო სამშობლო აქამდე მოგვიტანეს და მომავალ თაობებს ჩაგვაბარეს.
ისტორიული კანონზომიერება და დარღვეული წონასწორობა უნდა აღვადგინოთ. მადლიან ქართულ მიწა-წყალზე ქართველები, ოსები, აფხაზები, სომხები და სხვა ერის წარმომადგენლები საუკუნეები ერთად ცხოვრობდნენ და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება მუდამ. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მეგზური ერთიან ქართულ სახელმწოფოში ქართველების, აფხაზებისა და ოსების გაერთიანების გზაზე!
ელგუჯა (გია) გვაზავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი


კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლი"-ს საგამოფენო დარბაზში ასოციაციის „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებითა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლი" მხარდაჭერით კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების გააქტიურება, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ნამუშევრების რეალიზაციის ხელშეწყობა.


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები" გაიმართა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე პროფესორის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მას საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების მედალი გადასცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.
მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში რუბრიკის „ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები" ფარგლებში საქართველოს სახალხო არტისტ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
საღამოზე ელდარ გეწაძის შემოქმედებასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს .
ასევე, კონცერტში პროფესორის კლასის სტუდენტები და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.
