
ახალი ამბები

თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საჯარო ლექციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, მათ შორის ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამო „ჩემი ლოცვა" გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში პროექტი სახელოწდებით „საქართველოვ, გულო ჩემო!" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა. მუზეუმის ეზოში გამოფენილი იყო 26 მაისის თემაზე შექმნილი ბავშვების ნახატები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ.


უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", „ქართული ხმები", საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.
საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:
შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.
საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.
წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.
აგრეთვე თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.


აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის" გვირგვინით შეამკო და ამით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვით დაღუპული გმირების ხსოვნას.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 2014 წელს გაიხსნა.


მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.


სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში აფხაზი მოდერნისტი მხატვრის სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, მათ შორის აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის ეტაპს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", რომელიც მცხეთაში 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
18 მაისს ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მსვლელობის მონაწილეებს შეხვდნენ.
წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად, იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.


ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კლუბის წევრებმა გაიხსენეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება, წარმოადგინეს მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა. შემდეგ კი მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.


ცნობილ ქართველ იურისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში პროფესორ მინდია უგრეხელიძესთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პროფესორები და მეცნიერები ესწრებოდნენ.


შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ბათუმელი პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმური საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, თითების თეატრი, ანსამბლები „ბერმუხა" და „ბათუმი", ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე, ზაზა მარჯანიშვილი და დავით ევგენიძე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.


თბილისის ყოფილი „სტუდქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ამ ტერიტორიაზე კავშირ-ასოციაცია „აგორა" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანასებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „მეფუტკრეობის განვითარების რეგიონალური ცენტრის" მშენებლობას ახორციელებს.
ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს საერთაშორისო სკოლის" („New School") მოსწავლეთა ინიციატივით, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა.
